Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ინაუგურაციისა და საპროტესტო აქციების გამო უსაფრთხოების ზომები მკაცრდება 


16 დეკემბერს დროებით შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში - იტყობინება შს სამინისტრო. ზომების გამკაცრება პრეზიდენტის ინაუგურაციასა და პარალელურად დაგეგმილ საპროტესტო აქციებს უკავშირდება. შს სამინისტროს ინფორმაციით, უწყება დაიცავს „პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული დელეგაციების, ღონისძიებაზე დამსწრე მაღალი რანგის და მოწვეული ყველა სტუმრის უსაფრთხოებას.“ ამასთან, უწყების განცხადებით, დაცული იქნება საპროტესტო აქციათა მონაწილეების უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება.

„ინაუგურაციის პარალელურად, თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში საპროტესტო აქციების ჩატარებას გეგმავს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა." შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, დაიცავს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილ აქციებზე შეკრებილი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს“, - წერია შს სამინისტროს განცხადებაში.

პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, შს სამინისტროს გეგმით, „მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნებიან საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას“. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციათა ორგანიზატორებს, დაიცვან
მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. საპროტესტო მსვლელობისა და აქციების მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

XS
SM
MD
LG