Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლეს


მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი რუსთავის საქალაქო სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა მიიჩნია, რომ აბაზოვის მხრიდან გამოძიებისთვის ხელშეშლის ან მოწმეებზე ზეწოლის საშიშროება არ არსებობდა და იგი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

თემურ აბაზოვი მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ 13 ივნისს დააკავა. მარნეულის ყოფილ მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა. საქმეში კიდევ სამი პირი ფიგურირებს.

XS
SM
MD
LG