Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგი კაპანაძე: ეს საქმე ადრე თუ გვიან აუცილებლად იქნება გამოძიებული


„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ერთი წლისთავს საკუთარი ფეისბუკის გვერდზე ეხმიანება და წერს, რომ ეს საქმე, ადრე თუ გვიან, გამოძიებული იქნება.

მისი თქმით, ერთი წლის შემდეგაც ხელისუფლებას ბოლომდე არ გამოუძიებია დათო სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმე.

„დღემდე დაუსჯელია მკვლელობაში მონაწილე პიროვნება. დღემდე ხელს აფარებენ მირზა სუბელიანს, რომლის ქმედებებზე ამ საქმის ჩაფარცხვასთან დაკავშირებით გამოძიებაც კი არ დაწყებულა. დღემდე ხელს აფარებენ ფარცხალაძის დატოვებულ იერარქიას პროკურატურაში. დღემდე დაუსჯელია შსს-ს და პროკურატურის ის მაღალჩინოსნები, ვინც ეს საქმე შეკერა. ეს ყველაფერი საგამოძიებო კომისიამ სრულიად ნათლად წარმოაჩინა. სოლიდარობა ზაზას და თანაგრძნობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც შარშან 1 დეკემბერს დათუნა და ლევანი მოუკლეს“, - წერს სერგი კაპანაძე.

XS
SM
MD
LG