Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპულმა საქართველომ" ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამო რეზოლუცია შეიმუშავა


სერგი კაპანაძე
სერგი კაპანაძე

„ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუციის პროექტი, რომლის თანახმად, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ შსს-ს და მთავარ პროკურატურას უნდა მოთხოვოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დროებითი კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, პარლამენტისგან რეაგირებას უახლოეს 10 დღეში ელოდებიან. გარდა ამისა, „ევროპული საქართველო“ დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების გამო, პარლამენტში იბარებს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას და მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს.

სერგი კაპანაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ ფუნდამენტურ მნიშვნელობას ანიჭებს რამდენიმე რეკომენდაციის სწრაფად შესრულებას. "პირველი, ეს არის რეკომენდაცია, რომელიც ეხება მ.კ-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, მეორე - ეს არის რეკომენდაცია, რომელიც ეხება მირზა სუბელიანის ქმედებებზე გამოძიების დაწყებას. მესამე, იმ კონკრეტული ადამიანების დასჯა, მათი თანამდებობებიდან გათავისუფლება, შემდეგ კი მათ მიმართ გამოძიების დაწყება, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საქმის მიჩქმალვასა და ჩაფარცხვაში“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ. მისი განმარტებით, სწორედ ამ სამ საკითხს უკავშირდება პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის და მთავარი პროკურორის დაბარება.

XS
SM
MD
LG