რით დაისჯება პროკურორი ფარცხალაძე თორდიას ცემისთვის?
პროკურატურამ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემაში დაადანაშაულა. დამნაშავედ ცნეს კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი - მიხეილ ჩოხელიც. სასამართლომ ორივეს აღკვეთის ღონისძიებად 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ფარცხალაძე ბრალს არ აღიარებს. ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის ინციდენტი 2017 წლის მაისში, თბილისის ღამის კლუბ „ელ ცენტროში“ მოხდა. ფარცხალაძემ და ჩოხელმა თორდია სცემეს. მაშინ დაპირისპირების მიზეზად თორდიამ აუდიტის სამსახურის საქმიანობა დაასახელა - უწყება ოთარ ფარცხალაძის კუთვნილი კომპანიისთვის მიწის გადაცემის საკითხის კანონიერებას სწავლობდა. ლაშა თორდიას ადვოკატი „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ ეკა ქობესაშვილი აცხადებს, რომ თორდია მხოლოდ დღეს ცნო პროკურატურამ დაზარალებულად - აქამდე დაცვის მხარეს საქმის მასალებზეც არ მიუწვდებოდა ხელი. ადვოკატი მოითხოვს ბრალის გადაკვალიფიცირებას. პროკურატურა ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას „ყოფით ნიადაგზე მომხდარს“. წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 20 დეკემბერს დაინიშნა.
ეპიზოდები
-
მარტი 17, 2025
პროტესტი ტრანსპორტში ტრანსპარანტებით
-
მარტი 16, 2025
არც ისე ტურისტული სეზონი - ფენოვანი 2.50
-
მარტი 11, 2025
16-ჯერ დაჯარიმებული
-
მარტი 11, 2025
შვილი: ია ფარულავა
-
მარტი 10, 2025
24 საათი ბოიკოტში მყოფ სტუდენტებთან
-
მარტი 10, 2025
ლაზერებით გამოხატული პროტესტი