კოალიცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სიცრუის გამავრცელებელი უწოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს და განაცხადა, რომ ამ ტელევიზიამ მძევლად აიყვანა მოსახლეობა.
„დღეს რომ გამორთო „რუსთავი 2“ ქვეყანაში აღმავლობისა და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ვერ ნახავ. ის, რაც გადმოდის „რუსთავი 2“-იდან 99%-ი არის სიცრუე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის „რუსთავი 2"-ის, „იმედის“ და „პირველის“ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, რომლის დროსაც მწვავე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.