სავარაუდოდ, გლდანის საპატიმროში შემდგარი საუბრის აუდიო ჩანაწერი პატიმარ მირზა სუბელიანსა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს შორის, გამოაქვეყნა ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“. ჩანაწერში, სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, სუბელიანი, შურისძიებაზე ლაპარაკობს. ერთ-ერთი თანამოსაუბრის, სავარაუდოდ, სუბელიანის, თქმით, აქვს ჩანაწერები, რომლებიც ხელისუფლებას დაამხობს. სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი: “ ვიცი, ადვოკატს როგორც უნდოდა, ისე გაუკეთეს, მაგრამ მე რომ ჩავხსნილიყავი, ძმაო, მე არაფერში არ ვერევი, მაგრამ თვითონ იქნებიან ყველაფერზე პასუხისმგებლები. მაგრამ პასუხისმგებელი იქნებიან არა წარსულზე, არა ძმაო. 2014-მდე რაც გამიკეთებია. იქ იმაზე დავარტყამ, ისეთ დონეზე დავალ, ისეთს დავარტყამ, ბო... ვიყო, ვერ აეწყობიან, დამიჯერე რა. ისე მაქვს თავი გადაზღვეული, მაგათ წარმოდგენა არ აქვთ ესე. მე ერთადერთ, რაც თავი მაკავებს, შენ რომ არ იყო და სოზარი. თქვენ ორი რომ არ იყოთ, ჩემი აქ ჩამჯდომის დედა მ… სარალიძე რომ გამოდის და მთავრობის გადადგომას ითხოვს. როგორ, ბიჭო, რა შემეშალა... დღევანდელი გადმოსახედიდან თუ იმას ვერ ხვდებიან, რა ფასი ვარ მე მაგათთვის ყველას მო... ვინც მაგას ვერ ხვდება, რასაც მე ვაკეთებ ქვეყნის გამო რა. აქ ერთი წელი ჩემთვის ჯოჯოხეთია, ბოლომდე მივალ, სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, მაგრამ რომ არ შევარჩენ, პირობას რაღაცას რომ დაარღვევენ, ღმერთის წინ გეფიცები, წმინდა გიორგის ხატზე დავიფიცებ, თუ ვინმეს რამეს შევარჩინო. მე ის კაცი არ ვარ, წავიდე და ჟურნალისტებთან დავჯდე, მაგრამ თუ შევარჩინო, მერე ვეღარც ესკორტი და ვერაფერი უშველის", - ნათქვამია ჩანაწერში, რომელიც „რუსთავი -ის“ გადაცემა„კურიერით“ გავრცელდა.
ყველაზე პოპულარული
1