მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ამ კვირის ბოლოსთვის მიიღებს გადაწყვეტილებას, დაუჭერს თუ არა მხარს პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატს. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ პარტიას პრეზიდენტობის თავისი კანდიდატი არ ეყოლება, არ შეიცვლება. „თუ რომელ დამუკიდებელ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, ამ ორი დღის განმავლობაში ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებას გავასაჯაროვებთ“ - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ. რეპლიკას, რომ სალომე ზურაბიშვილის გარდა ასეთი დამოუკიდებელი კანდიდატი არ ჩანს, თალაკვაძემ უპასუხა: „ჩანს, ჩანს.“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღებს. წინასწარი ინფორმაციით, სხდომა 9 სექტემბერს გაიმართება.
"ქართულ ოცნებაში" სალომე ზურაბიშვილის გარდა სხვა დამოუკიდებელ კანდიდატებსაც ხედავენ
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1