თბილისში დაგეგმილ მედიაფორუმს სახიფათოდ და ძალიან საყურადღებოდ მიიჩნევს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ხელმძღვანელი ნინო ევგენიძე. მისთვის ეს რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოვლინებაა და აუცილებლად მოითხოვს მოქმედებას, მათ შორის - სახელმწიფოს მხრიდან.