Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში გაიმართა მერკელისა და პუტინის შეხვედრა


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბერლინთან ახლოს შეხვედრა გამართეს, რომელზეც ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა უკრაინისა და სირიის კინფლიქტები, ირანის საკითხი და გაზსადენის პროექტი, რომელსაც აშშ ეწინააღმდეგება. შეხვედრამდე მერკელმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყნის, განსაკუთრებით კი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის, რუსეთის პასუხისმგებლობაა ამ პრობლემებთან ბრძოლა. მერკელმა ასევე თქვა, რომ აპირებდა პუტინთან წამოეჭრა ადამიანის უფლებების საკითხები და განეხილა ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც დაძაბულია რუსეთის მიერ 2014 წელს უკრაინის ყირიმის ანქესირების შემდეგ. "მე ვთვლი, რომ კამათის საგნად ქცეული საკითხები მხოლოდ დიალოგით და დიალოგში უნდა იყოს განხილული", განაცხადა მერკელმა. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს არ ჰქონდათ დამატებითი კითხვების დასმის საშუალება. პუტინმა ევროპას მოუწოდა უფრო მეტი გააკეთოს ჰუმანიტარული დახმარებისთვის სირიაში, სადაც მოსკოვი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს უჭერს მხარს ოპოზიციის მეამბოხეებთან და ექსტრემისტულ ჯგუფებთან ბრძოლაში. პუტინმა ასევე თქვა, რომ აპირებდა განეხილა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს და ირანს შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულება, რომელსაც რუსეთის ლიდერმა მნიშვნელოვანი უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამ ხელშეკრულებას მაისში გამოეთიშა.

XS
SM
MD
LG