Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერი პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩავა სამხრეთ კავკასიაში


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მომავალი კვირიდან სამხრეთ კავკასიას ესტუმრება მას შემდეგ, რაც ბერლინის გარეთ შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, შტეფენ ზაიბერტის თანახმად, კავკასიურ ტურნეს ანგელა მერკელი 23 აგვისტოს საქართველოდან დაიწყებს. შემდეგ გერმანიის კანცლერი ესტუმრება აზერბაიჯანს და სომხეთს. ანგელა მერკელი საქართველოს პირველად ესტურმა 2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან საომარი მოქმედებების დასრულებიდან რამდენიმე დღეში. თბილისში აცხადებენ, რომ გერმანიის კანცლერის ამჟამინდელ ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში მიმდინარე პროცესების და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. აზრებაიჯანსა და სომხეთში სტუმრობის დროს ანგელა მერკელი სავარაუდოდ ისაუბრებს ენერგეტიკულ საკითხებზე და ვითარებაზე მთიანი ყარაბაღის გარშემო, სადაც ბოლო წლებში რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი საომარი დაპირისპირების განახლების მცდელობას.

XS
SM
MD
LG