Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპამ რუსეთს 2019 წლის იანვრის ჩათვლით გაუგრძელა სანქციები


ევროკავშირმა ოფიციალურად გაახანგრძლივა რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები, რომლებიც 2019 წლის 31 იანვრამდე იმოქმედებს. ეს სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესდა, რაც მან 2014 წელს ყირიმის ანექსირება მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებს უჭერს მხარს. სანქციების გახანგრძლივება 5 ივლისს დამტკიცდა, მას შემდეგ, რაც 29 ივნისს ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერები ერთხმად შეთანხმდნენ ამ საკითხზე. ეკონომიკური სანქციების მთავარ სამიზნეს წარმოადგენს რუსეთის საბანკო და ეკონომიკის სექტორები. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის სამიტზე სხვა ლიდერებს მიაწოდეს ინფორმაცია მინსკის შეთანხმებების შესრულების თაობაზე, რასაც უკავშირდება სანქციები. მინსკის შეთანხმებები გაფორმდა 2014 და 2015 წლებში, ისინი მიზნად ისახავს კონფლიქტის გადაჭრას და გამოდის მოწოდებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აღმოსავლეთ უკრაინაში - თუმცა ხელშეკრულებები არ სრულდება. 2014 წლის აპრილის შემდეგ 10300-ზე მეტი ადამიანი შეეწირა ბრძოლას კიევის ძალებსა და სეპარატისტებს შორის.

XS
SM
MD
LG