Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ მიიღო ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მასალების ნაწილი


პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსგან მიიღო საქმის მასალები, რომლებიც 90 ტომს აღემატება. დღესვე კომისია მასალებს ელის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. დროებითი საპარლამენტო კომისია საქმის მასალებს გაეცნობა 13 ივნისს დანიშნულ სხდომაზე.

კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის განცხადებით, კომისიის წევრები პირველ ყოვლისა, შეხვდებიან დაზარალებულებს, შემდეგ კი მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს დაიბარებენ. კაპანაძის ინფორმაციით, 13 მაისს გამოვექყნდება სია იმ პირებისა, რომლებსაც პირველ დღეებში მოუწევთ კომისიისთვის ახსნა-განმარტების მიცემა.

„მე მიმაჩნია, რომ ყველა საფუძველი არსებობს, რომ კომისიამ მასალების სრულად გაცნობის შემდეგ დადოს დასკვნა, რომლითაც ნათელი მოეფინება ყველაფერს. მინდა ყველა სკეპტიკოსს მოვუწოდო, კომისიის მუშაობას ადევნონ თვალ-ყური, თვითონაც შეიტანონ წვლილი თუ შეუძლიათ და არ გამოვიდნენ მარტო ვიწროპარტიული ინტერესებიდან“ - განუცხადა ჟურნალისტებს სერგი კაპანაძემ.

XS
SM
MD
LG