Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ნერვულ-პარალიტიკული ნივთიერებით მოწამლეს


ყოფილი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია ნერვულ-პარალიტიკული ნივთიერებით მოწამლეს. ამის შესახებ იტყობინება დიდი ბრიტანეთის პოლიცია. ნივთიერების სახელწოდებას არ აკონკრეტებენ. გამოძიება ცდილობს დაადგინოს ბრიტანეთის ტერიტორიაზე ამ ნივთიერებების არსებობა და ქვეყანაში მისი შეტანის საშუალებები. ის, რომ ექსპერტებმა დაადგინეს ნივთიერება, რომლითაც მოწამლეს გრუ-ს ყოფილი ოფიცერი, განაცხადა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ემბერ რადმა.

XS
SM
MD
LG