ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ შეწყდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოდგილემ კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან პასუხები ვერ მიიღო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემისა და ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილისთვის ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების ზუსტ დროზე. ვიდრე არ იქნება ეს ინფორმაცია, საქართველოს ხელისუფლება ვერ ხედავს აზრს შეხვედრის გაგრძელებაში. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება კვლავაც აცხადებს, რომ რუსეთიდან ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, რომელიც ცხინვალშია, თბილისს არ გადმოეცემა.
ყველაზე პოპულარული
1