Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნგრევა ვარკეთილის მეტროში


ნგრევა ვარკეთილის მეტროში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:15 0:00

30 იანვარს, დილის თერთმეტის ნახევარზე, მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში დასაკიდი ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და ბაქანზე მდგომი ხალხი ქვეშ მოიყოლა. მსხვერპლი არ არის, თუმცა დაშავდა 14 ადამიანი. დაშავებულთა სამედიცინო ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია გაიღებს. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ბაქანზე მოულოდნელად მტვრის ბუღი დადგა, გაჩერებული მატარებლის ვაგონებიდან კი ხალხი გამოცვივდა და ესკალატორს მიაწყდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი უმკაცრესად დაისჯება; ასევე, შემოწმდება ყველა ობიექტი, სადაც სარემონტო სამუშაოებს კომპანია „ყვარელრემმშენი“ ასრულებდა.

XS
SM
MD
LG