ევროკავშირი: აფგან მუხთარლი უნდა გათავისუფლდეს
6-წლიანი პატიმრობა, რომელიც აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბელაქნის სასამართლოს მიერ 12 იანვარს შეეფარდა, აჩენს სერიოზულ შეკითხვებს ფუნდამენტური უფლებების განხორციელებასთან მიმართებით, ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც 14 იანვარს გამოქვეყნდა, „აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცება საქართველოში, რასაც დაპატიმრება და აზერბაიჯანში მისი გასამართლება მოჰყვა, კვლავაც მოითხოვს ყოვლისმომცველ და გამჭვირვალე გამოძიებას. თავისუფლების აღკვეთის ყველა ის შემთხვევა, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განხორციელებას უკავშირდება, აზერბაიჯანის მიერ მყისიერად უნდა იქნეს გადასინჯული, რასაც უნდა მოჰყვეს ყველა შესაბამისი პირის გათავისუფლება, აზერბაიჯანის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“. აფგან მუხთარლის ყველა სასამართლო პროცესს ბელაქნის სასამართლოში აკვირდებოდა „ადამიანის უფლებათა სახლის“ წარმომადგენელი. როგორც დამკვირვებლები აცხადებენ, პროცესმა მიკერძოებულის შთაბეჭდილება დატოვა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა და მოგვიანებით აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. მისი ინტერესების დამცველი ამბობს, რომ საქართველოში პროკურატურა კი იძიებს საქმეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით, მაგრამ არსებითი წინსვლა პროცესს არ ეტყობა.
ეპიზოდები
-
მარტი 31, 2025
100-კილომეტრიანი მარში დმანისიდან
-
მარტი 25, 2025
მაღაროელები თბილისში
-
მარტი 17, 2025
პროტესტი ტრანსპორტში ტრანსპარანტებით
-
მარტი 16, 2025
არც ისე ტურისტული სეზონი - ფენოვანი 2.50
-
მარტი 11, 2025
16-ჯერ დაჯარიმებული
-
მარტი 11, 2025
შვილი: ია ფარულავა