Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრემიერი: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ რეგიონს ზარალს მიაყენებს


Belarus - Mateusz Morawiecki, polish Deputy Prime Minister
Belarus - Mateusz Morawiecki, polish Deputy Prime Minister

პოლონეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, მათეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ ახალი გაზსადენი, რომელიც რუსეთსა და გერმანიას დააკავშირებს, და რომელიც პოლონეთს გვერდს აუვლის, ცენტრალური ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება.„ჩრდილოეთის ნაკადი-2“, რომელიც შეაკავშირებს რუსეთს და დასავლეთ ევროპას გერმანიის გზით გვერდს აუვლის პოლონეთს და უკრაინას. ორშაბათს მორავეცკიმ თქვა, რომ მილსადენმა შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს უკრაინის არასტაბილურობა. რუსეთზე გაზის სფეროში დამოკიდებულება რომ შეასუსტოს, პოლონეთს აშშ-დან თხევადი აირი შეაქვს ქვეყანაში. ადრე დანიამ მიღო კანონი, რომელიც აკრძალავს რუსეთის მილსადენის ამ ქვეყნის ტერიტორიულ წყლებზე გავლას. ევროკავშირში „ჩრდილოეთის ნაკადი-2ის“ მშენებლობის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა.

XS
SM
MD
LG