Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯამალა უარყოფს შეფასებას, რომ ევროვიზიის კონკურსში გამარჯვება პოლიტიკურმა მესიჯმა მოუტანა


უკრაინელი მომღერალი ჯამალა უარყოფს შეფასებას, რომ მისმა სიმღერამ, „1944“-მა, ევროვიზიის კონკურსში გაიმარჯვა პოლიტიკური მესიჯის და არა მუსიკალური ღირებულებების გამო. ჯამალამ 17 მაისს კიევში გამართულ ბრიფინგზე „მუსიკის სრული, 100-პროცენტიანი გამარჯვება“ უწოდა ევროვიზიაზე მიღწეულ წარმატებას. რუსმა ოფიციალურმა პირებმა სოციალური მედიით და სხვა წყაროებით გამოხატეს უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჯამალას სიმღერა, მათი აზრით, აშკარად პოლიტიკური იყო, რის გამოც არ უნდა დაეშვათ ევროვიზიის კონკურსზე, რომლის წესებითაც დაუშვებელია, გამოსვლას პოლიტიკური შინაარსი ჰქონდეს. 32 წლის ყირიმელმა თათარმა მომღერალმა 15 მაისს ევროვიზიის კონკურსში გაიმარჯვა სიმღერით, რომელიც ეხება ყირიმელი თათრების მასობრივ დეპორტაციას სტალინის მმართველობის პერიოდში, 1944 წელს. თათრები შეადგენენ ყირიმის, დაახლოებით, ორმილიონიანიმოსახლეობის 15-მდე პროცენტს და გადაჭრით ეწინააღმდეგებიან რუსეთის მიერ ამ რეგიონის ანექსიას.

XS
SM
MD
LG