Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯამალას უკრაინაში როგორც გმირს, ისე დახვდნენ


ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებულ, უკრაინელ მომღერალ ჯამალას კიევის აეროპორტში როგორც გმირს, ისე დახვდნენ. უკრაინელმა მომღერალმა ჯამალამ, რომელმაც სტოკჰოლმში „ევროვიზიის“ კონკურსზე სიმღერა „1944“ შეასრულა, პროფესიონალური ჟიურისა და მაყურებელთა შორის კენჭისყრის შედეგად ყველაზე მეტი - 534 ქულა დააგროვა. რუსეთის წარმომადგენელ სერგეი ლაზარევს, პროფესიონალურმა ჟიურიმ მეხუთე ადგილი მიაკუთვნა. საბოლოოდ ლაზარევმა მესამე ადგილი მოიპოვა. მეორე ადგილი ერგო ავსტრალიელ დემი იმს. საქართველოს წარმომადგენელი ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz მე-20 ადგილზე გავიდნენ სიმღერით Midnight Gold.

XS
SM
MD
LG