Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI-ს გამოკითხვის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები ეწყობოდეს, მასში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებდა


ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა ამომრჩეველთა 15%, ხოლო ერთიან ნაციონალურ მოძრაობას − 13%. ასეთია აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ს) დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. ამავე გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულთა 4% ხმას მისცემდა „თავისუფალ დემოკრატებს,“ 4% − ლეიბორისტულ პარტიას და 3% − „პატრიოტთა ალიანსს.“ შეკითხვას, ვინ გაიმარჯვებდა, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, გამოკითხულთა 31%-მა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ უპასუხა, 11%-მა უპირატესობა ნაციონალურ მოძრაობას მიანიჭა, ხოლო 4%-მა ივარაუდა, რომ წარმატებას „თავისუფალი დემოკრატები“ მიაღწევდნენ. შეკითხვას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მასში მონაწილეობას, 66%-მა დადებითად უპასუხა, ხოლო 34%-მა − უარყოფითად. ამავე გამოკვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 61%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას, ხოლო 34%-ისთვის ეს საკითხი გარკვეულია. გამოკითხვა NDI-ს დაკვეთით ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა. 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში მან საქართველოს მასშტაბით გამოკითხა 3900 რესპონდენტი.

XS
SM
MD
LG