Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისელი ბიჭების ოცნებები და სინამდვილე...


პანკისელი ბიჭების ოცნებები და სინამდვილე...
please wait

No media source currently available

0:00 0:08:52 0:00

ხასო ხანგოშვილი, პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრი, სოფელ დუისში, თავისივე შექმნილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში კედელს მიყრდნობია და ქისტებზე გვიამბობს. მისი ქართული გამორჩეულად სუფთა და დახვეწილია. და ხასო ამბობს: - რადგან ეს რეგიონი განსაკუთრებული და პრობლემურია, ამიტომ არის საჭირო ხელისუფლებამ ყურადღება მიაქციოს, რომ შემდგომში ისეთი რამე არ მოხდეს, თავში საცემი იყოს ყველასათვის, ჩვენთვისაც და მათთვისაცო... მუზეუმს მიღმა, ორ მეჩეთს შორის, ახალგაზრდები ჩამომსხდარან და დინჯად ადევნებენ თვალს ამვლელ-ჩამვლელს... მათ გვერდით კი, პატარა ბიჭები ომობანას თამაშობენ და სიცილით უღერებენ ერთმანეთს პლასტმასის თოფებს...

XS
SM
MD
LG