Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IRI-მ ოფიციალურად გამოაქვეყნა მისი დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები


საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ოფიციალურად გამოაქვეყნა მისი დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები. შეკითხვას, "მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას?" გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებას." მეორე ადგილზე 14%-ით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა” და მესამეზე 10%-ით "თავისუფალი დემოკრატები." ამავე კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 6% მხარს უჭერს ლეიბორისტულ პარტიას და 5-5% - "პატრიოტთა ალიანსს" და "გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას." არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერს მხარს გამოკითხულთა 12%, ხოლო 11%-ს შეკითხვაზე პასუხი არ აქვს. IRI-ის დაკვეთით 3-დან 28 თებერვლის ჩათვლით ჩატარებულ გამოკითხვაში 18 წელზე უფროსი ასაკის 1500 რესპონდენტი მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG