კიევში ასობით პირმა მიიღო მონაწილეობა მსვლელობაში, რომელმაც პატივი მიაგო ერთი წლის წინ, ევრომაიდნის გამოსვლებზე მოკლული დემონსტრანტების ხსოვნას. ერთი წლის წინ ევრომაიდნის გამოსვლებზე მსხვერპლი მოჰყვა უშიშროების ძალებთან შეხლა-შემოხლას. 2014 წლის 18-დან 21 თებერვლამდე ძალადობას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის უსაფრთხოების ძალების 17 ოფიცერი. ევრომაიდნის გამოსვლების კიდევ ცხრა მონაწილე დაიღუპა მასობრივი ძალადობის დაწყების წინა კვირებში. უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ყველაზე მეტი მსხვერპლის დღე, 20 თებერვალი დააწესა დაღუპულთა გახსენების ოფიციალურ დღედ. ქვეყნის მასშტაბით რეკავენ ეკლესიათა ზარებს, დაღუპულებს წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს. იმ ადგილებში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სანთლები და ყვავილები მიაქვთ. 22 თებერვალს კიევში დაგეგმილ კიდევ ერთ ღონისძიებას დაესწრება ათობით უცხოელი ლიდერი, მათ შორის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც.
ყველაზე პოპულარული
1