რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ირინა აბულაძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე. მან ილაპარაკა მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალ სისტემაზე, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან უნდა დაინერგოს და რომლის მიხედვითაც მასწავლებლები ოთხ სასერტიფიკატო კატეგორიად დაიყოფიან.