ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით ქუთაისის მერი კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი შოთა მურღულია გახდა. საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მურღულიამ ამომრჩეველთა ხმების 50,75 % მოაგროვა, რითაც კანონით დაწესებული 50% -იანი ზღვარი გადალახა. მურღულიას ოპონენტებიდან ამომრჩეველთა ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა, 27%, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გიორგი თევდორაძემ მიიღო.
კომისიის მონაცემებით, ქუთაისში კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა პასიურობა დაფიქსირდა და 154 ათასამდე ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 47 ათასმა ხმის უფლების მქონე მოქალაქემ მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 30 %-ია. ეს მონაცემი 5%-ითაა ნაკლები 2013 წლის საპრეზიდენტო და 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაზე.
საოლქო კომისიის მონაცემებით, “ქართულ ოცნების” კანდიდატებმა მიიღეს ყველაზე მეტი ხმები ქუთაისის 10 მაჟორიტარულ ოლქში და საკრებულოში მოსახვედრად ბარიერი 5-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა. ქუთაისის 25 წევრისგან შემდგარი საკრებულო შემდეგნაირად დაკომპლექტდება: 17 დეპუტატი - მათ შორის, 10 მაჟორიტარი - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლი იქნება, 4 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი “ნაციონალური მოძრაობა”, 2 წევრი ეყოლება „ნინო ბურჯანაძე -ერთიან ოპოზიციას“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და „ლეიბორისტული პარტია“ კი თითო-თითო წევრს შეიყვანს ქუთაისის საკრებულოში.
ადგილობრივმა ინტერნეტგამოცემა „ნიუპრესმა“ ახლახან გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, ქუთაისში გამოკითხული 70 რესპონდენტიდან 50 კმაყოფილია 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, უკმაყოფილებას გამოთქვამს 5 ადამიანი, ნეიტრალურ პოზიციაზეა 10 მათგანი, 2 რესპონდენტი უკეთეს შედეგს ელოდა, ხოლო 3 ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. ვიდეოს ავტორის, ჟურნალისტ თეკლა მორგოშიას თქმით, რესპონდენტების განწყობა არაერთგვაროვანია.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების მიხედვით, რეკომენდაციები შეიმუშავა „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ“. ორგანიცაზიის ქუთაისის ოფისის იურისტის თეო ზაქარაშვილის თქმით, დამკვირვებლების მიერ ძირითადად დაფიქსირდა პროცედურული დარღვევები, რაც კენჭისყრის შედეგებზე გავლენას არ იქონიებს, თეო ზაქარაშვილი საარჩევნო გარემოს შეფასებისას აცხადებს, რომ კენჭისყრა უმეტეს უბნებზე მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობდა.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის დღეს შესული 20 საჩივრის განხილვა, რომლებიც პროცედურულ დარღვევებს შეეხება, დაწყებულია და, სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება.