ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 წლის შემდეგ - პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები 2010–2014 წლების წინასაარჩევნო გარემოს შეფასებას იძლევიან. რამდენად რთულ სიტუაციაში უწევდათ მათ მოსახლეობისთვის საკუთარი პროგრამის გაცნობა და შეიცვალა თუ არა ამ მხრივ ახალციხეში მდგომარეობა? როგორ იხსენებენ და რას ამბობენ ამჟამინდელ გარემოზე მაშინდელი მმართველი ძალისა და ოპოზიციის წარმომადგენლები?
2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი გახდა. ამბობს, რომ იმ პერიოდში იგი მაჟორიტარ დეპუტატად ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა, თუმცა პარტიის შემადგენლობაში არ შედიოდა. 4 წლის შემდეგ კენჭს იმავე პარტიის ქალაქის დეპუტატად იყრის. ირწმუნება, რომ 2010 წელს წინასაარჩევნო გარემო გაცილებით მშვიდი იყო, ვიდრე დღეს არის. ამჟამად მალხაზ გიქოშვილი უმცირესობას წარმოადგენს და აცხადებს, რომ მათ კანდიდატებზე ზეწოლისა და დაშინების ფაქტები მმართველი ძალის მხრიდან ხშირია.
,,2010 წლის არჩევნები უმძიმესი იყო“, – ასე აფასებს წინასაარჩევნო გარემოს რესპუბლიკური პარტიის წევრი თამარ გოგოლაძე. ამბობს, რომ იმ პერიოდში მისი მხარდამჭერებისა და პარტიის წარმომადგენლების მიმართ მმართველი ძალისგან ზეწოლა და დაშინებები ხორციელდებოდა, წინააღმდეგობები იქმნებოდა მოსახლეობასთან შეხვედრის პერიოდშიც. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იგი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ დაინიშნა, ირწმუნება, რომ მის მიმართ ზეწოლა ისევ მიმდინარეობს, ოღონდ ამჟამად ოპოზიციური ძალის მხრიდან.
2010–სა და 2014 წლის წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი. 4 წლის წინ იგი 3 ოპოზიციონერ დეპუტატს შორის ერთ-ერთი იყო, რომელიც არჩევნების შემდეგ საკრებულოს 26-კაციან შემადგენლობაში შევიდა. ამბობს, რომ მუშაობა, ისევე როგორც 4 წლის წინ, წელსაც ზეწოლის ქვეშ უხდება. საკრებულოს თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ პარტია ,,ქართული ოცნება“ დატოვა და ,,სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზას“ შეუერთდა. თვითმმართველობის არჩევნებზე იგი მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს ახალი პარტიიდან იყრის.
2010 წლის 30 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ახალციხეში როგორც მაჟორიტარული, ასევე პროპორციული სიით ყველაზე მეტი ხმა ,,ერთიანმა ნაციონალურმა“ მოძრაობამ მიიღო. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიცვალა. 2014 წლის 15 ივნისს ახალციხის მცხოვრებნი საკრებულოს ახალ შემადგენლობას კიდევ ერთხელ, კვლავ 4 წლის ვადით, აირჩევენ.