სტიქიიდან მესამე დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. საპროექტო ჯგუფის შეხვედრა 12 საათზე დაიწყო და მუშაობის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რა პრიორიტეტით დაიწყებს ხელისუფლება ზარალის აღნუსხვასა და შექმნილი ვითარების გამოსწორებას. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ბერიძე აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებასა და სავალი გზების აღდგენაზე იმუშავებენ.
სამი სოფლის – დგვარის, ტაძრისისა და საკირის - მოსახლეობა ამბობს, რომ მოსავლის გარეშე დარჩა. მოვარდნილმა წყალმა გაიტაცა შინაური ფრინველი და პირუტყვი, მოგლიჯა მიწის ნაკვეთები და დააზიანა საცხოვრებელი სახლები. სოფელ საკირეში სტიქიისგან მიყენებულ ზარალზე ლაპარაკობენ.
სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა. სტიქიის შედეგად მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშეც დარჩა. სტიქიისგან დაზარალებული სოფლები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი შექმნილ მდგომარეობას სავალალოს უწოდებს და მოსახლეობას დახმარებას ჰპირდება. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ ბერიძე დაგეგმილ ღონისძიებებზე ლაპარაკობს. ,,სხვა რაიონებში, სადაც სტიქია მოხდა, ამ დონისაც არ არისო“, ამბობს.
3 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სამი სოფლის ბორჯომთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა სამ ადგილას დააზიანა. სპეციალისტები მესამე დღეა მდინარე საკირულას კალაპოტის შესაცვლელად მუშაობენ, რათა წყალმა ცენტრალურ გზას მთავარი საყრდენი არ გამოაცალოს და სამი სოფლის 1000-მდე ოჯახი გარე სამყაროს არ მოსწყდეს.