შუა საუკუნეებში საქართველოს, მართალია, მეფე-მთავრები და მათი მოხელეები განაგებდნენ, მაგრამ ქალაქებსა და სოფლებს თვითმმართველობის გარკვეული უფლება მანც ჰქონდათ. XIX საუკუნის დამდეგს, საქართველოში რუსეთის შემოსვლის შემდეგ, ქართველ მეფე-მთავართა ხელისუფლება გაუქმდა, მოსახლეობას კი ადგილობრივ საქმეთა თვითმართვის უფლება ჩამოერთვა. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ქვეყანაში რუსული მმართველობის მოდელი შემოდის. საქართველო ორ გუბერნიად დაიყო. დასავლეთ საქართველოში ქუთაისის, აღმოსავლეთში კი თბილისის გუბერნია ჩამოყალიბდა. თბილისის დაქვემდებარებაში იყო თელავის მაზრა. ისტორიული წყაროების მიხედვით, იმ პერიოდის კახეთი 4 მაზრად იყოფოდა: სიღნაღის, თელავის, თიანეთისა და ზაქათალის მაზრებად.
„1919 წლის მიწურულს მხოლოდ საერო და თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. შემდეგ წლებში დაგეგმილი იყო გარკვეული ცვლილებების განხორციელება, რომელსაც ახალი კონსტიტუცია ითვალისწინებდა, თუმცა ახალ კონსტიტუციას 4 დღის სიცოცხლე ეწერა, რადგან 1921 წლის 21 თებერვალს მიიღეს და, როგორც ცნობილია, 1921 წლის 25 თებერვალს განხორციელდა საქართველოს ანექსია“, – განაცხადა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიკოსმა ალექსანდრე მოსიაშვილმა.
1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ ქვეყანაში მმართველობის ფორმა კვლავ შეიცვალა. ამჯერად, მაზრების ნაცვლად, რაიონული სისტემა ჩამოყალიბდა. 1921 წლიდან 1991 წლამდე რაიონის მმართველი ადგილობრივი კომიტეტის პირველი მდივანი გახდა, რომელიც კომუნისტურ პარტიას წარმოადგენდა. ქალაქის საბჭოს ფუნქციაში კეთილმოწყობის საკითხები შედიოდა. ამ პერიოდშივე დაიწყო თელავში მასშტაბური ბინათმშენებლობა, რომელსაც ცენტრალურთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლება აფინანსებდა. ზურაბ ბუცხრიკიძე, რომელიც 1986 წელს ქალაქის საბჭოში მუშაობდა, ამბობს:
„ქალაქის საბჭოს ჰქონდა თავისი სამსახურები. მაგალითად, კომუნალური სამსახური, რომელშიც შედიოდა დასუფთავების, გარე განათებისა და სარემონტო კანტორა. ეს უკანასკნელი უწყება უამრავ საქმეს აკეთებდა. მაგალითად, ორმოულებს ავსებდა და სანიაღვრე არხებს წმენდდა. იმდენი თანხები გვქონდა, რომ ბინათმშენებლობებიც მაშინ დაიწყო“, – განაცხადა ზურაბ ბუცხრიკიძემ.
მაზრების, რაიონული კომიტეტებისა და პრეფექტურების შემდეგ 1991-დან 1993 წლამდე ქვეყანაში მმართველობის სტრუქტურა ისევ შეიცვალა. ქალაქები საკრებულოსა და გამგეობის ტიპის მართვის სისტემაზე გადავიდნენ და პირველი პირი საკრებულოს თავმჯდომარე გახდა.
„საკრებულო ირჩევდა გამგებელს თავისი შემადგენლობიდან და ეს იყო აღმასრულებელი პერსონა, რომელსაც ჰქონდა თავისი სამსახურები და ახორციელებდა უფლებამოსილებას“, – განაცხადა ზურაბ ბუცხრიკიძემ, რომელიც 1986 წელს ქალაქის საბჭოში მუშაობდა.
მიმდინარე წლის 15 ივნისს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე თელავის მოსახლეობა, საკრებულოს წევრებთან ერთად, პირველად მერს და გამგებელს თავად აირჩევს. რას ელის საზოგადოება ამ არჩევნებისგან? შეკითხვით თელაველებს მივმართეთ:
„მე მჯერა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება უკეთესობისკენ. მე ამის სურვილი მაქვს“.
„არავინ არაფრის ღირსი არ არის. არც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა ხალხისთვის რამეს და არც „ოცნება“ აკეთებს“.
„მე, როგორც რიგითი მოქალაქე, დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას და ვნახოთ, რა იქნება“.
„დიდი მოლოდინები კარგისკენ არ მაქვს“.
2014 წელს მმართველობის ძველი სისტემა ახლით კიდევ ერთხელ იცვლება. საქართველოში 12 თვითმმართველი ქალაქი ჩამოყალიბდა, რომელთა შორის თელავიცაა.

ქალაქის საბჭოს ჰქონდა თავისი სამსახურები. მაგალითად, კომუნალური სამსახური, რომელშიც შედიოდა დასუფთავების, გარე განათებისა და სარემონტო კანტორა...ზურაბ ბუცხრიკიძე
1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ ქვეყანაში მმართველობის ფორმა კვლავ შეიცვალა. ამჯერად, მაზრების ნაცვლად, რაიონული სისტემა ჩამოყალიბდა. 1921 წლიდან 1991 წლამდე რაიონის მმართველი ადგილობრივი კომიტეტის პირველი მდივანი გახდა, რომელიც კომუნისტურ პარტიას წარმოადგენდა. ქალაქის საბჭოს ფუნქციაში კეთილმოწყობის საკითხები შედიოდა. ამ პერიოდშივე დაიწყო თელავში მასშტაბური ბინათმშენებლობა, რომელსაც ცენტრალურთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლება აფინანსებდა. ზურაბ ბუცხრიკიძე, რომელიც 1986 წელს ქალაქის საბჭოში მუშაობდა, ამბობს:
„ქალაქის საბჭოს ჰქონდა თავისი სამსახურები. მაგალითად, კომუნალური სამსახური, რომელშიც შედიოდა დასუფთავების, გარე განათებისა და სარემონტო კანტორა. ეს უკანასკნელი უწყება უამრავ საქმეს აკეთებდა. მაგალითად, ორმოულებს ავსებდა და სანიაღვრე არხებს წმენდდა. იმდენი თანხები გვქონდა, რომ ბინათმშენებლობებიც მაშინ დაიწყო“, – განაცხადა ზურაბ ბუცხრიკიძემ.
მე მჯერა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება უკეთესობისკენ. მე ამის სურვილი მაქვს...