Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვა გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნინო შუბლაძემ


ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვა გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნინო შუბლაძემ. ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში ნინო შუბლაძე აღნიშნავს, რომ მედიასივრცეში საქმიანობა დროებით შეაჩერა პირადი და ოჯახური მდგომარეობის გამო და გადაწყვეტილებას არანაირი პოლიტიკური მოტივი არ აქვს. შუბლაძე ყველას მოუწოდებს, მისი გადაწყვეტილება პოლიტიკური სპეკულაციების თემად არ აქციონ. 6 მაისს „რუსთავი 2“-მა გაავრცელა არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და მისი მოადგილის, ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახებში ფარულად გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც, კომპანიის განცხადებით, მას შსს-ს წარმომადგენელმა გადასცა. 10 მაისს „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ხელისუფლების, ოპოზიციის და ბიზნესის წარმომადგენელთა სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები, რომლებსაც ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მოპოვებული უწოდა. ამ ჩანაწერებთან სახელმწიფო ინსტიტუტების კავშირი გამორიცხეს შსს-ს წარმომადგენლებმა. ორივე საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა იძიებს.
XS
SM
MD
LG