ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო აქტიურ სახეს იძენს დისკუსია საქართველოში საპენსიო სისტემის მოქმედი მოდელისგან განსხვავებული სქემის ამოქმედების აუცილებლობაზე.
ამჯერად ეკონომიკის სამინისტროში შეიქმნა საპენსიო რეფორმის საკოორდინაციო ოფისი, რომელიც მუშაობს სავალდებულო და ნებაყოფლობითი სადაზღვევო საპენსიო სისტემის შექმნაზე. ნავარაუდევია, რომ ეს პაკეტი პარლამენტში შემოდგომაზე შევა განსახილველად.
დღეის მდგომარეობით, პენსიის გაცემის საფუძველი მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტია. ამ მოდელს საპენსიო უზრუნველყოფის სოლიდარულ პრინციპებზე დამყარებული ჰქვია, როდესაც პენსია ბიუჯეტიდან ფინანსდება, რასაც, თავის მხრივ, შრომისუნარიანი მოქალაქეების გადასახდელები ავსებს.
2014 წლის მდგომარეობით, საპენსიო უზრუნველყოფაზე საქართველოში მილიარდ სამას მილიონზე მეტი ლარი მიემართება. ეს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 14.6 პროცენტია. საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით, ეს თანხა, დაახლოებით, 260 ლარს შეადგენს, ერთ დაქირავებით დასაქმებულზე კი - 1750 ლარადმე წელიწადში. ეს ნიშნავს, რომ ერთი დაქირავებით დასაქმებული ყოველთვიურად 1 პენსიონერზე მეტს ინახავს.
მსოფლიო ბანკის დასკვნით, დემოგრაფიული ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოს რამდენიმე წელიწადში გაუჭირდება არსებული საპენსიო ვალდებულებების დაფარვაც კი. რადგან მოსახლეობა მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც ბერდება და, შესაბამისად, საპენსიო ასაკის მოქალაქეთა რაოდენობაც იზრდება, შესაბამისად იზრდება სახელმწიფო ვალდებულებებიც ამ მიმართულებით.
ანუ გვაქვს სიტუაცია, როცა პენსია ვერც პენსიონერთა ღირსეულ სიბერეს უზრუნველყოფს და, მეორე მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტსაც საკმაოდ ძვირი უჯდება.
ამიტომ მთავრობები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ფიქრობენ საპენსიო რეფორმაზე და არაერთგან - მაგალითად, ჩვენს მეზობელ სომხეთშიც - ახორციელებენ რეფორმას, რომელიც დღეს არსებული, ანუ სოლიდარული, სისტემიდან დაგროვებითზე ან შერეულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.
დაგროვებითი მოდელის დროს დასაქმებულები თავიანთი საპენსიო შენატანებით უზრუნველყოფენ მომავალ პენსიას. პენსიის მოცულობა კი დამოკიდებულია საპენსიო შენატანის სიდიდესა და საპენსიო ფონდების მიერ განხორციელებული საინვესტიციო სტრატეგიის წარმატებასა და ფინანსურ მაჩვენებლებზე. იქ, სადაც ეკონომიკა მზარდია და ფინანსური ბაზრები - განვითარებული, ეს მოდელი ამართლებს, რადგან დაბანდებული პენსია მაღალ სარგებელს იძლევა. თუმცა, მეორე მხრივ, იმ ტიპის ეკონომიკებში, როგორიც საქართველოა, სადაც ინფლაცია და რისკები დიდია, დაგროვილი რესურსი შეიძლება გაუფასურდეს კიდეც.
სწორედ ამიტომ ზოგიერთი ქვეყანა შერეულ მოდელს ირჩევს, სადაც, ერთი მხრივ, არსებობს სოციალური პენსია (ანუ მინიმალური პენსია), ხოლო შენი ღირსეული სიბერე კი შენს შენატანებზეა დამოკიდებული.
ხელისუფლებას, თუ ის მართლაც გადაწყვეტს საპენსიო რეფორმის განხორციელებას, მოუწევს არაერთ კითხვაზე პასუხის გაცემა, მათ შორის: რა მოდელს აირჩევს საქართველო, რა ასაკის მოქალაქეებს შეეხება ეს ცვლილება, როგორი იქნება რეფორმის განხორციელების ვადები. მოუწევს დათვალოს რისკები და მოსალოდნელი შედეგები და, ამასთან, კარგად გაიაზროს საერთაშორისო გამოცდილებაც, რომელიც მსგავსი რეფორმების გზაზე არსებულ არაერთ პრობლემას გვაცნობს.