„რას აპირებს ღარიბაშვილი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ“ -ამ სათაურით გაზეთ „ახალ თაობაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში „ქართული ოცნების“ ეგრეთ წოდებულ ეკლექტიკურ გაერთიანებაში არსებულ პოლიტიკურ კავშირებსა და მათი მოსალოდნელი რღვევის გარდაუვალობაზეა საუბარი. სტატიის თანახმად, მალე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, აშკარად გამოაჩენს თავის სიმპათიებს და ანტიპათიებს, თუმცა თვითმმართველობის არჩევნებამდე, ექსპერტ კახა კახიშვილის აზრით, ეს მოსალოდნელი არ არის. ითვალისწინებს რა რესპუბლიკელებისა და თავისუფალი დემოკრატების მიმართ პრემიერ-მინისტრის უკვე გამოკვეთილ დამოკიდებულებას, ექსპერტი ამბობს: „არჩევნების შემდეგ ღარიბაშვილი გამოავლენს თავის წყენას და ეს იქნება ივანიშვილისგან კურთხეული პოზიცია. ახლა კი რესპუბლიკელები და ალასანია საჯაროდ ამ დაპირისპირებაზე საუბარს მოერიდებიან, რადგან არ მოინდომებენ ღარიბაშვილთან ურთიერთობის საბოლოო გამწვავებას, რადგან ეს ივანიშვილის გაბრაზებას გამოიწვევს, რომელიც ჯერ კიდევ ღარიბაშვილს ენდობა. „ქართული ოცნების“ კერპთაყვანისმცემელი ბუნებიდან გამომდინარე, ივანიშვილი მათი მზეა და მისი ჩრდილის ქვეშ ადგილისთვის ინტრიგაც მრავლად იქნება“.
„ბომბი, რომელსაც ნაციონალები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ააფეთქებენ“ - ამ სტატიაში კი, რომელსაც გაზეთ „ვერსიაში“ წაიკითხავთ, გამოთქმულია აზრი, რომ სოციალურ ქსელებს უახლოეს მომავალში წალეკავს ის ფარული ჩანაწერები, რომლებიც დღევანდელმა ხელისუფლებამ თავის დროზე, ასე ვთქვათ, საზეიმოდ გაანადგურა, თუმცა იქვე დაადასტურა, რომ არსებობს ამ ჩანაწერების ასლები და ისინი, სავარაუდოდ, საქართველოდან დათა ახალაიამ გაიტანა: „‘ნაციონალური მოძრაობის’ ლიდერებმა ზუსტად იციან, სად და როდის დაარტყან ხელისუფლებას - კომპრომატებით ომი უკვე დაწყებულია. ამჟამინდელი ხელისუფლება კომპრომატების ომში ჩართვას არ აპირებს, მაგრამ რამდენად დაინდობს მას „ნაციონალური მოძრაობა“, ძნელი სათქმელია. მით უმეტეს, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ახალაიას ხელში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ზედმეტად მაღალ ეშელონებამდე მიდის და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრსა და ცნობილ პარლამენტარს პირდაპირ ურტყამს. ახლა, გნებავთ, ჰაკიმ ფაშა დაარქვით და, გნებავთ, აღა მაჰმად ხანი, მაგრამ ფაქტია, უახლოეს მომავალში - მაქსიმუმ 2-3 კვირაში - სოციალურ ქსელებს ახალი კადრები წალეკავს და ეკრანებს პატარები მოარიდეთ - პოლიტიკური კოჰაბიტაცია პირდაპირი მნიშვნელობით იქნება ნაჩვენები“, - შენიშნავს გაზეთი „ვერსია.“
რატომ არ ჩართეს პრეზიდენტი „ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში - ამ თემაზე დისკუსიას თავის ფურცლებზე დღეს გაზეთი „რეზონანსი“ გთავაზობთ. საქმე კი ეხება ტელეიმედის ეთერში „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენას, რასაც პრემიერ-მინისტრი, მთელი მთავრობა და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ, პრეზიდენტი კი მიწვეულიც არ ყოფილა. პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი ზეპარტიული ფიგურა ვერ იქნება, რადგან რომ არა ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა, ის ვერ გაპრეზიდენტდებოდა. ამდენად, ექსპერტისთვის მიუღებელია პრემიერ-მინისტრის განმარტება იმის თაობაზე, რომ ბატონი გიორგი მთელი ქვეყნის პრეზიდენტია და მან, შესაძლოა, ამის გამო ჩათვალა საჭიროდ, არ მისულიყო „ქართული ოცნების“ საარჩევნო პრეზენტაციაზე: „არ ვიცი, ჩაერთვება თუ არა ის საარჩევნო ბატალიებში, თუმცა მისი ჩართვა, ერთადერთი, საზოგადოების თვალში კარგი და პოზიტივის მომტანი იმით შეიძლება იყოს, რომ გუნდის ერთიანობის გამოხატულება იქნება. ამ კუთხით, თორემ სხვა მხრივ, აქვს კი მას ისეთი პიროვნული რეიტინგი, რომ ნარმანიას დაეხმაროს?“ - კითხულობს კორნელი კაკაჩია.
„დემოკრატიაში კანონზე მაღლა არავინ დგას“ - ამ სათაურით კი ინტერვიუს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, რიჩარდ ნორლანდთან, გაზეთი „ბათუმელები“ აქვეყნებს. ელჩის შეფასებით, საქართველოში, საბოლოო ჯამში, დემოკრატიის ხარისხის განსაზღვრისას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლების მაღალი ხარისხი იქნება გადამწყვეტი.