საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის პროცესი დაიწყო. ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობაშია თვითდასაქმებული, ამ სფეროს მოდერნიზებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
საქართველოში მიწის საკუთრების თემა დღემდე დაურეგულირებელია. არსებული არასრულფასოვანი სტატისტიკით, საქართველოში 700 000 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთია. მათი 99% საოჯახო ფერმადაა კლასიფიცირებული. ფერმერულ სექტორში მცირე კერძო ფერმები დომინირებს. 93%-ს 2 ჰა-ზე ნაკლები მიწა აქვს. ერთი ფერმის საშუალო ფართობი 2.3 ჰექტარია. ასეთი მცირე მასშტაბები მნიშვნელოვნად აძვირებს საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებას, ართულებს ინვესტიციებისა და ახალი ტექნოლოგიების შემოსვლას ბაზარზე;
სწორედ ამიტომ, როგორც ზოგადად ეკონომიკური ექსპერტების, ისე ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაც საქართველოში ფერმერული მეურნეობების განვითარებაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა გასულ წელს მიღებული კანონიც „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“, რომელიც კოოპერატივების შექმნის წესსა და მისთვის დასაწესებ შეღავათებს ითვალისწინებს.
კანონის მიღებიდან დაახლოებით ნახევარი წლის თავზე, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საზეიმოდ აღნიშნა საქართველოში 25 საწარმოო სუბიექტისთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭება.
უკვე დაფუძნებული 25 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის სფეროებია: მარცვლეული კულტურების წარმოება, მეფუტკრეობა, მებოსტნეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა, რძის გადამუშავება, სოკოს წარმოება, თხილის კულტურის მოშენება, პროდუქციის შესანახი სასაწყობე მეურნეობების მოწყობა, რეალიზაციისთვის საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტების სადისტრიბუციო ქსელის შექმნა.
როგორც აღვნიშნეთ, გარდა იმისა, რომ კოოპერატივების შექმნა გაამსხვილებს სასოფლო-სამეურნეო ბიზნესს, მასში მინიმუმ 5 და მეტი ფერმერის მონაწილეობის გზით, გათვალისწინებულია შეღავათებიც, კერძოდ: კოოპერატივში ჩართული ფერმერების ქონება 2017 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებული იქნება ქონების გადასახადისაგან, ასევე, სასოფლო სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი მოგების გადასახადით არ დაიბეგრება. თუ კოოპერატივი მიიღებს გრანტს, ამ შემთხვევაში არც ეს ფინანსური რესურსი დაიბეგრება.
გარდა ამისა, ევროპის სამეზობლო პროგრამის - სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის - ფარგლებში, საქართველო 2013-2016 წლებში 40 მილიონ ევროს მიიღებს. 18 მილიონი ევრო საბიუჯეტო დახმარების სახით გადაეცემა საქართველოს მთავრობას, 15 მილიონი ევრო გაიცემა გრანტების სახით მცირე ფერმერულ ბიზნესზე ორიენტირებული ორგანიზაციების შესაქმნელად, ხოლო 3 მილიონი ევრო - ეს იქნება ევროკავშირის თანამონაწილეობა აჭარის რეგიონში სოფლის მეურნეობის სექტორის დასახმარებლად, UNDP-თან ერთობლივი მენეჯმენტის გზით.
ამ ნაბიჯების შედეგები, ისევე როგორც, ზოგადად, სოფლის მეურნეობაში გაწეული ნებისმიერი ინვესტიციის, ქვეყანამ შემოდგომაზე - ჩვენს შემთხვევაში, სავარაუდოდ, უკვე 2015 წლის შემოდგომაზე - უნდა მოიმკას.