რადიო კვლავ რჩება თბილისის ქუჩებში მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლთა რჩეულ საინფორმაციო საშუალებად. იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქის ტერიტორიაზე 27 რადიოსადგური მაუწყებლობს, მძღოლების არჩევანიც მრავალფეროვანია, თუმცა ვითარება შეიძლება შეცვალოს 2014 წლის 25 მარტს ორ კომპანიას შორის - „თბილისის მიკროავტობუსი“ და „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ - გაფორმებულმა მემორანდუმმა, რომლის თანახმადაც, რადიო „უცნობის“ ბაზაზე შეიქმნება ახალი რადიოსადგური და მისი სიგნალის ტრანსლირება მოხდება კომპანიის 1500-მდე მიკროავტობუსში როგორც FM სიხშირეზე, ასევე სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობის საშუალებით. ხომ არ უზღუდავს მემორანდუმი მძღოლებს არჩევანს და როგორ შეხვდნენ სიახლეს სხვა რადიოსადგურების მესვეურები?
რადიო სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის განუყოფელი ნაწილია, მგზავრი კი მძღოლის მუსიკალური და პოლიტიკური გემოვნების მძევალი, რადგანაც არჩევანს, თუ რომელ სიხშირეზე მოიმართოს რადიომიმღები, როგორც წესი, მძღოლი აკეთებს.
„ხუთი წუთით ადრე“ რადიო „უცნობის“ საინფორმაციო გამოშვებაა. სწორედ რადიო „უცნობზე“, უფრო სწორად კი, მის ბაზაზე დაფუძნებულ რადიო „სამგზავროზე“ შეაჩერეს არჩევანი „თბილისის მიკროავტობუსის“ მესვეურებმა, როცა გოგა ხაინდრავასგან, რომელიც ხელმძღვანელობს კომპანიას „მომხმარებელთა საყურადღებოდ“, შემდეგი შეთავაზება მიიღეს:
„ძალიან საინტერესო იქნებოდა პროექტი, რომელსაც ეწოდება რადიო „სამგზავრო“, ანუ რადიო, რომელიც მოემსახურება მგზავრებს, მათ ინტერესებს. საუბარი იქნება იმაზე, რაც მათ აინტერესებთ და აწუხებთ. მიეწოდებათ ისეთი ტიპის მუსიკა, რომელიც იქნება განსაზვრული ამ ტიპის ტრანსპორტის მგზავრებისათვის“.
გოგა ხაინდრავას თქმით, სამგზავრო რადიოში საეთერო დრო დაიყოფა თემატურად იმის მიხედვით, თუ დროის რომელ ინტერვალში საზოგადოების რომელი სეგმენტი მგზავრობს მიკროავტობუსით. მაგალითად, დილის 8-დან 10 საათამდე სამარშრუტო ტაქსებით სარგებლობენ სკოლაში მიმავალი ბავშვები და მათი მშობლები, 10-დან 12 საათამდე - სტუდენტები და ასე შემდეგ. გოგა ხაინდრავას ამ შეთავაზების პასუხად, „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელი დავით ასანიძე ამბობს, რომ სამგზავრო რადიოს ტრანსლირება მიკროავტობუსებში დამონტაჟებული სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, თუმცა მხოლოდ მძღოლის თანხმობის შემთხვევაში, განხორციელდება:
„რომელი მძღოლიც თანახმა იქნება, მხოლოდ იმას ჩაერთვება ასეთი ტიპის მომსახურება: მის მანქანაში იქნება ერთი რადიო, ხოლო ვინც არ დათანხმდება, იქნება ისე, როგორც იყო. რა სხვაობაა მათ შორის? ვინც ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, ის და მისი მგზავრები იქნებიან დაზღვეული უბედური შემთხვევებისგან, ანუ ამ დროს მიღებულ ზარალს აანაზღაურებს კომპანია „მომხმარებელთა საყურადღებოდჟ“.
სიახლის შესახებ საქმის კურსში არიან „თბილისის მიკროავტობუსის“ მძღოლები. რამდენიმე მათგანს რადიო თავისუფლება ვაგზლის მოედანთან მდებარე სადგომზე გამოელაპარაკა. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ მათ აზრს მნიშვნელობა არ აქვს და, როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, ყველაფერი ისე იქნება, ნაწილის აზრით კი, ერთი რადიოსიხშირის დატოვებას სჯობია სულ ამოიღონ რადიომოწყობილობა.
თუმცა, გოგა ხაინდრავაც და დავით ასანიძეც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მძღოლებს ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაშიც ექნებათ თავისუფალი არჩევანის უფლება, ანუ ნებისმიერ დროს ექნებათ საშუალება უარი თქვან ერთ სიხშირეზე მომართულ მოწყობილობაზე, რომლის დაყენების იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დამცველი ლაშა ჩხარტიშვილი:
„ეს არის ინფორმაციის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ეს ასევე არის არაკეთილსინდისიერი გზით მოგების მიღების მცდელობა და თავისუფალი კონკურენციის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება. მიკროავტობუსის მძღოლიც და მგზავრებიც უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი არჩევანის გაკეთებისას. მათ უნდა შეარჩიონ ინფორმაციის წყარო დამოუკიდებლად და თავისუფლად. ასევე იზღუდება მედია, რომელსაც ეზღუდება ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების უფლება“.
ლაშა ჩხარტიშვილის მიერ აღწერილი ქმედების წინააღმდეგი არიან რადიო „უცნობის“ კონკურენტი რადიოსადგურებიც, თუმცა, როგორც ირაკლი დათეშიძე, რადიო „დარდიმანდის“ დირექტორი, ამბობს, ფორმალურად არც „თბილისის მიკროავტობუსი“ არღვევს კანონს და არც რადიო „უცნობი“. შესაბამისად, ძნელია პროცესებზე ზემოქმედების მოხდენა.
„კერძო კომპანიებია და მათ ურთიერთობებს ვერ დაარეგულირებს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ვისთანაც უნდა, იმასთან გააფორმებს ხელშეკრულებას. ჩვენ შეზღუდული ვართ მოქმედებეში, თუმცა დააზარალებს ბაზარსა და სხვა რადიოკომპანიებს, მათ შორის, ჩვენს რადიოს, რომელიც ხშირად იყო ჩართული მიკროავტობუსებში“, უთხრა ირაკლი დათეშიძემ რადიო თავისუფლებას.
რადიო სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის განუყოფელი ნაწილია, მგზავრი კი მძღოლის მუსიკალური და პოლიტიკური გემოვნების მძევალი, რადგანაც არჩევანს, თუ რომელ სიხშირეზე მოიმართოს რადიომიმღები, როგორც წესი, მძღოლი აკეთებს.
„ხუთი წუთით ადრე“ რადიო „უცნობის“ საინფორმაციო გამოშვებაა. სწორედ რადიო „უცნობზე“, უფრო სწორად კი, მის ბაზაზე დაფუძნებულ რადიო „სამგზავროზე“ შეაჩერეს არჩევანი „თბილისის მიკროავტობუსის“ მესვეურებმა, როცა გოგა ხაინდრავასგან, რომელიც ხელმძღვანელობს კომპანიას „მომხმარებელთა საყურადღებოდ“, შემდეგი შეთავაზება მიიღეს:
რომელი მძღოლიც თანახმა იქნება, მხოლოდ იმას ჩაერთვება ასეთი ტიპის მომსახურება: მის მანქანაში იქნება ერთი რადიო, ხოლო ვინც არ დათანხმდება, იქნება ისე, როგორც იყო. რა სხვაობაა მათ შორის? ...გოგა ხაინდრავა
გოგა ხაინდრავას თქმით, სამგზავრო რადიოში საეთერო დრო დაიყოფა თემატურად იმის მიხედვით, თუ დროის რომელ ინტერვალში საზოგადოების რომელი სეგმენტი მგზავრობს მიკროავტობუსით. მაგალითად, დილის 8-დან 10 საათამდე სამარშრუტო ტაქსებით სარგებლობენ სკოლაში მიმავალი ბავშვები და მათი მშობლები, 10-დან 12 საათამდე - სტუდენტები და ასე შემდეგ. გოგა ხაინდრავას ამ შეთავაზების პასუხად, „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელი დავით ასანიძე ამბობს, რომ სამგზავრო რადიოს ტრანსლირება მიკროავტობუსებში დამონტაჟებული სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, თუმცა მხოლოდ მძღოლის თანხმობის შემთხვევაში, განხორციელდება:
„რომელი მძღოლიც თანახმა იქნება, მხოლოდ იმას ჩაერთვება ასეთი ტიპის მომსახურება: მის მანქანაში იქნება ერთი რადიო, ხოლო ვინც არ დათანხმდება, იქნება ისე, როგორც იყო. რა სხვაობაა მათ შორის? ვინც ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, ის და მისი მგზავრები იქნებიან დაზღვეული უბედური შემთხვევებისგან, ანუ ამ დროს მიღებულ ზარალს აანაზღაურებს კომპანია „მომხმარებელთა საყურადღებოდჟ“.
სიახლის შესახებ საქმის კურსში არიან „თბილისის მიკროავტობუსის“ მძღოლები. რამდენიმე მათგანს რადიო თავისუფლება ვაგზლის მოედანთან მდებარე სადგომზე გამოელაპარაკა. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ მათ აზრს მნიშვნელობა არ აქვს და, როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, ყველაფერი ისე იქნება, ნაწილის აზრით კი, ერთი რადიოსიხშირის დატოვებას სჯობია სულ ამოიღონ რადიომოწყობილობა.
ეს არის ინფორმაციის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ეს ასევე არის არაკეთილსინდისიერი გზით მოგების მიღების მცდელობა და თავისუფალი კონკურენციის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება...ლაშა ჩხარტიშვილი