65 წლის წინ, 1949 წლის 4 აპრილს, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭომ მიიღო დადგენილება „ანტისაბჭოთა“ რადიოსადგურების ტექნიკური ჩახშობის დაწყების შესახებ. უცხოეთის მაუწყებლობა, რომელიც მიმართული იყო კომუნისტური იდეოლოგიისა და საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ, ბუნებრივია, შეშფოთებას იწვევდა მოსკოვში...
დადგენილების მიღებისას რადიო თავისუფლება ჯერ არ არსებობდა, თუმცა საბჭოთა კავშირის მიერ „მტრული ხმების ჩახშობამ“ პიკს სწორედ ჩვენი რადიოს ამოქმედების შემდეგ მიაღწია.
რატომ მოხდა ასე და, ზოგადად, როგორ ახშობდნენ არასასურველ რადიო გადაცემებს? ამ შეკითხვებს ეხება სიუჟეტი, რომელიც საარქივო მასალის გამოყენებით მოამზადა რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის რედაქტორმა ივან ტოლსტოიმ. მისი ნამუშევრით ჩვენც ვისარგებლეთ.
ვინც საბჭოთა კავშირს მოესწრო და არასაბჭოთა, კერძოდ, დასავლურ მედიასთან გაცნობა უცდია, იცის, რომ ერთადერთი ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალება რადიო იყო და მისი მოსმენაც დაბრკოლებებს უკავშირდებოდა. რომ არაფერი ვთქვათ აკრძალვაზე, რომლის გამოც რადიოპროგრამებს მხოლოდ შინ უსმენდი და მათზე მხოლოდ სანდო ხალხთან ლაპარაკობდი, რადიომიმღები შიგადაშიგ ხრიალებდა ხოლმე ...
ამ ხმაურს დასავლეთში „კაგებეს ჯაზი“ შეარქვეს.
საბჭოთა იმპერიის მესვეურები მას სხვადასხვა ინტენსივობით ასრულებდნენ: „ამერიკის ხმა“, BBC ნაკლებად პოლიტიზებულად ითვლებოდა, რადიო თავისუფლება - განსაკუთრებით საშიშად, მიუღებლად საბჭოთა იდეოლოგიისათვის, რის გამოც ჩვენი რადიოს პროგრამები ხშირად ხდებოდა ჩახშობის მსხვერპლი.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის რედაქტორი ივან ტოლსტოი ერთ ანეკდოტს იხსენებს: „რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში რომელიღაც მაღალი დონის მიღებაზე გაიცნო კაგებეს გენერალი და მასთან საუბარში ამბობს: 100 მილიონს ვხარჯავთ, თქვენს მოსახლეობას სიმართლე რომ შევატყობინოთო. კაგებეს გენერალი ამაყად უპასუხებს: ჩვენ კი სამჯერ მეტს ვხარჯავთ თქვენი ტყუილის ჩასახშობადო. თავისუფლების პრეზიდენტი ეშმაკურად იღიმება და ამბობს: ასეთ გარიგებაზე რას იტყვით: გადაგვიხადეთ 200-მილიონიანი სხვაობა და პროგრამებს პირდაპირ ჩახშობილს გავუშვებთ ეთერშიო“.
თავისი პროგრამის მომზადებისას ივან ტოლსტოი, ბუნებრივია, ანეკდოტს არ დასჯერებია. ის იხსენებს ისტორიას და გვიყვება მაუწყებლობა-ჩახშობის ტექნიკურ მხარეზე, შეგვახსენებს, რომ პირველ ეტაპზე, როცა რადიო თავისუფლებამ მაუწყებლობა დაიწყო, 1953 წლის მარტში, გადამცემის სიმძლავრე სულ 10 კილოვატს შეადგენდა.
რა აზრი ჰქონდა საბჭოთა ხელმძღვანელობისათვის ასეთი სუსტი სიგნალის ჩახშობას?
ამ შეკითხვას ისტორიკოსი რიმანტას პლეიკისი უპასუხებს: „10 კილოვატი დღეს მცირე სიმძლავრე იქნებოდა, როცა მუშაობს 100 კილოვატი, 200, 500 კილოვატი და მეტიც. მაგრამ მაშინ - ეს ამერიკული არმიის გადამცემი, კოდური სახელწოდებით „ბარბარა“, სადღაც, მიუნხენთან, ტყეში მდებარეობდა - ეს 10 კილოვატი აღწევდა არა მარტო ევროპას, არამედ საბჭოთა კავშირის დასავლეთ ნაწილსაც და, შესაძლოა, ურალსაც, იმიტომ რომ დღესაც, ახლაც, რადიომოყვარულები ერთმანეთს უკავშირდებიან ერთი კილოვატით, - ის კი არა, ასობით ვატით, - ანუ გაცილებით ნაკლები სიმძლავრით ყველა კონტინენტზე“.
ასე რომ, განაგრძობს რიმანტას პლეიკისი, რადიო თავისუფლების სიგნალი ეთერში ამაოდ არ გადიოდა. ის ისმოდა საბჭოთა კავშირში,
„პროგრამებმა მაშინვე თავზარი დასცა საბჭოთა ლიდერებს, რომლებმაც რადიოს ჩახშობის სისტემის გაფართოება გადაწყვიტეს. ეს სისტემა არსებითად არის რადიომაუწყებლობის ტექნიკური ცენზურის ფორმა. მეთოდის არსი შემდეგში მდგომარეობს: სიხშირეზე ან სიხშირეებზე იმ რადიოსადგურისა, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, არ მოსწონს ხელისუფლებას, რაღაც ხმაურის ტრანსლაცია ზუსტად იმავე ტალღაზე“, - განმარტავს ისტორიკოსი რიმანტას პლეიკისი.
ზემოთ უკვე მივანიშნეთ, რომ საბჭოთა კავშირის მიერ რადიოს ჩახშობას უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს, ვიდრე ჩვენს რადიოს. საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან პირველი მცდელობები თარიღდება ჯერ კიდევ 30-იანი წლებით, როცა ახშობდნენ „რადიო ვატიკანს“, „ბერლინის რადიოს“, სხვა სადგურებს. და როცა რადიო თავისუფლება დაიბადა, ანუ 1953 წლის მარტში, სავარაუდოდ, უმაღლეს დონეზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება ზომებზე, რომლებითაც ხელი უნდა შეეშალათ რადიო თავისუფლების მიერ (კრემლის პერსპექტივიდან) არასასურველი ინფორმაციის გავრცელებისათვის.
ამ ვარაუდს გამოთქვამს რიმანტას პლეიკისი: „ეს დოკუმენტები რუსეთის არქივებიდან შესაძლოა ჯერ არც იყოს ხელმისაწვდომი ისტორიკოსებისათვის. როგორც ჩანს, იყო საიდუმლო გადაწყვეტილებები პოლიტბიუროს, კავშირგაბმულობის სამინისტროს, მინისტრთა საბჭოს დონეზე იმის შესახებ, რომ მასობრივად უნდა გაფართოებულიყო რადიოს ჩახშობის ქსელი და ეს ქსელი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ალბათ, რამდენიმე ათეულ გადამცემს მოიცავდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა: უკვე 80-იან წლებში გადამცემების რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა კალინინგრადიდან მაგადანამდე“.
საბჭოთა კავშირიდან მტრული ხმების ჩახშობამ ბევრი ადამიანი გააწვალა - საბჭოეთის და აღმოსავლეთ ევროპის მკვიდრნი, ვინც ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებს არ ენდობოდა და უცხოური მაუწყებლებისაგან იღებდა ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა, მაგალითად, საბჭოთა დისიდენტებს ან სოციალისტური ეკონომიკის პრობლემებს.
ნუთუ დასავლურ რადიოსადგურებს არ შეეძლოთ ჩახშობის პრობლემასთან გამკლავება? ამ შეკითხვით ჩვენმა რადიომ 1977 წელს მიმართა პროფესორ ევგენი პლოტკინს. ის მსმენელს წარუდგინეს როგორც ჩახშობის საკითხების სპეციალისტი, რომელიც ახალი ემიგრირებული იყო საბჭოთა კავშირიდან.
„იცით, ყველა ქმედებაზეა შესაძლებელი უკუქმედება. ასე გეტყვით: თუ ვილაპარაკებთ ჩახშობის კონკრეტულ სახეობაზე, რომელსაც ახლა იყენებენ, მე ის არ შემისწავლია. მაგრამ ვიცი, რომ იყენებენ ჩახშობის გარკვეულ სახეობას, რომლის შესწავლაც შესაძლებელია. თუ შევისწავლით, მასთან ბრძოლაც შესაძლებელი იქნება. მაგრამ, თუ დავიწყებთ ბრძოლას და შევქმნით მიმღებს, რომელიც შესაძლებელს გახდის ჩახშობის ამ სახეობისაგან გავათავისუფლოთ თავისუფლების სადგური ... მაშინ ხვალ სხვაგვარი დაბრკოლება შეიქმნება“, განმარტავდა 1977 წელს პროფესორი ევგენი პლოტკინი.
1988 წლის 29 ნოემბერს ამ საკითხმა აქტუალობა დაკარგა: საბჭოთა მხარემ - არავინ გაუფრთხილებია, ისე - „კაგებეს ჯაზისაგან“ გაათავისუფლა მოკლე ტალღების ეთერი. ამას რა სჯობია? მაგრამ მას შემდეგ ჟურნალისტების საქმე გართულდა. ყურს ვინც გვიგდებს, ესმის კიდეც, რას ვამბობთ. აღარ გვფარავს ხმაური, რომლის მიღმაც სიტყვები საბჭოთა მსმენელს, ლამის ავტომატურად, სიმართლედ მიაჩნდა - სწორედ იმიტომ, რომ გვახშობდნენ...

მეთოდის არსი შემდეგში მდგომარეობს: სიხშირეზე ან სიხშირეებზე იმ რადიოსადგურისა, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, არ მოსწონს ხელისუფლებას, რაღაც ხმაურის ტრანსლაცია ზუსტად იმავე ტალღაზე ...რიმანტას პლეიკისი
რა აზრი ჰქონდა საბჭოთა ხელმძღვანელობისათვის ასეთი სუსტი სიგნალის ჩახშობას?
ამ შეკითხვას ისტორიკოსი რიმანტას პლეიკისი უპასუხებს: „10 კილოვატი დღეს მცირე სიმძლავრე იქნებოდა, როცა მუშაობს 100 კილოვატი, 200, 500 კილოვატი და მეტიც. მაგრამ მაშინ - ეს ამერიკული არმიის გადამცემი, კოდური სახელწოდებით „ბარბარა“, სადღაც, მიუნხენთან, ტყეში მდებარეობდა - ეს 10 კილოვატი აღწევდა არა მარტო ევროპას, არამედ საბჭოთა კავშირის დასავლეთ ნაწილსაც და, შესაძლოა, ურალსაც, იმიტომ რომ დღესაც, ახლაც, რადიომოყვარულები ერთმანეთს უკავშირდებიან ერთი კილოვატით, - ის კი არა, ასობით ვატით, - ანუ გაცილებით ნაკლები სიმძლავრით ყველა კონტინენტზე“.
ასე რომ, განაგრძობს რიმანტას პლეიკისი, რადიო თავისუფლების სიგნალი ეთერში ამაოდ არ გადიოდა. ის ისმოდა საბჭოთა კავშირში,
„პროგრამებმა მაშინვე თავზარი დასცა საბჭოთა ლიდერებს, რომლებმაც რადიოს ჩახშობის სისტემის გაფართოება გადაწყვიტეს. ეს სისტემა არსებითად არის რადიომაუწყებლობის ტექნიკური ცენზურის ფორმა. მეთოდის არსი შემდეგში მდგომარეობს: სიხშირეზე ან სიხშირეებზე იმ რადიოსადგურისა, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, არ მოსწონს ხელისუფლებას, რაღაც ხმაურის ტრანსლაცია ზუსტად იმავე ტალღაზე“, - განმარტავს ისტორიკოსი რიმანტას პლეიკისი.
ზემოთ უკვე მივანიშნეთ, რომ საბჭოთა კავშირის მიერ რადიოს ჩახშობას უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს, ვიდრე ჩვენს რადიოს. საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან პირველი მცდელობები თარიღდება ჯერ კიდევ 30-იანი წლებით, როცა ახშობდნენ „რადიო ვატიკანს“, „ბერლინის რადიოს“, სხვა სადგურებს. და როცა რადიო თავისუფლება დაიბადა, ანუ 1953 წლის მარტში, სავარაუდოდ, უმაღლეს დონეზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება ზომებზე, რომლებითაც ხელი უნდა შეეშალათ რადიო თავისუფლების მიერ (კრემლის პერსპექტივიდან) არასასურველი ინფორმაციის გავრცელებისათვის.
იცით, ყველა ქმედებაზეა შესაძლებელი უკუქმედება. ასე გეტყვით: თუ ვილაპარაკებთ ჩახშობის კონკრეტულ სახეობაზე, რომელსაც ახლა იყენებენ, მე ის არ შემისწავლია. მაგრამ ვიცი, რომ იყენებენ ჩახშობის გარკვეულ სახეობას, რომლის შესწავლაც შესაძლებელია...ევგენი პლოტკინი