3 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დეა მეტრეველი, წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. ცენტრის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა. როგორც დეა მეტრეველი ამბობს, ცენტრი განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას ლიტერატურული თარგმანების სფეროში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ქართული და უცხოური ლიტერატურის თარგმნის პროცესის განვითარებას. სპეციალურად შემუშავებული გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, ცენტრი უზრუნველყოფს ფრანკფურტში 2018 წელს საპატიო სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულების შესრულებას.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1