საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უარს აცხადებს მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობაზე. 27 მარტს, უკრაინის დედაქალაქში ყოფნისას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ ენდობა გარედან მართულ პროკურატურასა და მთავრობას და არანაირი ფორმით არ აპირებს გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას. რა გამოხმაურება მოჰყვა ყოფილი პრეზიდენტის ამ განცხადებას და რა არჩევანის წინაშე დადგა პროკურატურა?
მიხეილ სააკაშვილის უარს, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით დაიკითხოს, სამშობლოში ჩამოუსვლელად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უპასუხისმგებლობითა და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი უპატივცემულობით ხსნიან, თუმცა თავად ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას პოლიტიკური ნიშნით დევნიან. მიხეილ სააკაშვილმა ოპონენტებს ასევე შეახსენა უკრაინისა და იულია ტიმოშენკოს მაგალითი:
„უკრაინისა და ქალბატონ ტიმოშენკოს მაგალითი მაინც გაითვალისწინონ. ცნობილია, რითიც მთავრდება ასეთი კამპანიები და პროკურატურის ამ სახით გამოყენება. ცუდად მთავრდება, ცუდად, ეს ჩემი რჩევაა... მით უმეტეს იმ პროკურატურისათვის, რომელსაც მართავს კაცის კაცი, ანუ ფარცხალაძე, რომელიც ჩვეულებრივი ყაჩაღია, და მთავრობისთვის, რომელსაც ასევე მართავს კაცის კაცი... კაცის კაცი კი რა უნდა იყოს? რეალურად ქვეყანას მართავს სხვა და მთავრობის ხელმძღვანელი ჰქვია სხვას. ასე რომ, ამ პროცესს არ აქვს არანაირი ლეგიტიმურობა“.
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის წევრებიც დარწმუნებული არიან, რომ მის წინააღმდეგ წამოწყებული პროცესის მიზანი ყოფილი პრეზიდენტისა და ქართული სახელმწიფოს დისკრედიტაციაა. შესაბამისად, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური წევრი, დეპუტატი სერგო რატიანი ამბობს, ლოგიკურია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ სურს მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ პროცესში.
„გვახსოვს, რომ „ქართული ოცნების“ მთელი წინასაარჩევნო და შემდგომი კამპანია აგებული იყო იმაზე, რომ ომი დაიწყო საქართველომ და ეს იყო ძირითადი რიტორიკა და ბრალდება, და გვახსოვს, რომ ამ საქმეზე უნდოდათ გამოძიების დაწყება. ეს გამოძიებაც არის იმ ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა, რომელიც რუსეთს ებრძოდა 9 წლის განმავლობაში. რეალურად სააკაშვილის დაკავების სურვილი არის რუსეთის ოცნება“, უთხრა სერგო რატიანმა რადიო თავისუფლებას.
პასუხად მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, რომ გამოძიება ყოფილ პრეზიდენტს განიხილავს როგორც მნიშვნელოვან მოწმეს და მისი დაკავება ამ ეტაპზე დღის წესრიგში არც დგას, თუმცა, როგორც 28 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქმეები, რომელთაც პროკურატურა იძიებს, ლოგიკურ დასასრულამდე არ მივა და ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა დაკითხვაზე უარის თქმით თავის ლუსტრირებას შეუწყო ხელი:
„ის, უბრალოდ, გაურბის საგამოძიებო ორგანოს მიერ დასმულ მძიმე კითხვებს, რითაც უფრო აძლიერებს ჩვენსა და საზოგადოების ეჭვებს. მინდა დავამშვიდო შეშინებული ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, ჩვენ გვესმის კარგად, რომ მას ძალიან ეშინია და ის გაურბის ამ კითხვებს, მაგრამ მე მინდა დავარწმუნო იგი და მთლიანად საზოგადოება, რომ მას, დღეს თუ ხვალ, მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა“.
კოალიცია „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებიც მიხეილ სააკაშვილს საყვედურობენ სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემულობის გამო და უწუნებენ გამბედაობას. დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, მეტ პატივისცემას იმსახურებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ის ლიდერები, რომლებიც გამოძიებასთან თანამშრომლობენ:
„მათაც ხომ ემუქრებოდათ დაპატიმრება? ანუ მიუხედავად იმისა, რომ მე ამ ადამიანებს არ ვეთანხმები და მათ შეხედულებებს არ ვიზიარებ, ისინი უფრო ვაჟკაცურად მოიქცნენ, ვიდრე სააკაშვილი, რომელიც ცხრა წელი შევარდნაძესთან იყო, ხან მინისტრად და ხან უმრავლესობის ლიდერად, და გაექცა პასუხისმგებლობას, არაფერ შუაში ვიყავიო. მერე 9 წელი ერთპიროვნულად მართავდა ქვეყანას და ამაზეც გაურბის პასუხისმგებლობას“.
როგორ შეიძლება უპასუხოს მთავარმა პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის ამგვარ ქცევასა და უარს? ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ იურისტ ლია მუხაშავრიას მიმართა:
„პროკურატურას აქვს მოწმის იძულებით წარმოდგენის უფლება. ალბათ, მისწერენ იმ სახელმწიფოს, სადაც ყოფილი პრეზიდენტი იმყოფება, და სთხოვენ, რომ წარმოადგინოს, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად შეასრულებს უცხო სახელმწიფო ამ მოთხოვნას. არსებობს მინსკის კონვენცია, რომელიც 1993 წელს დაიდო ყოფილ სსრკ ქვეყნებს შორის სამართლებრივი დახმარების შესახებ და ასევე არსებობს გაეროსა და ევროპის კონვენციები ურთიერთდახმარების შესახებ“.
გარდა ამისა, თუკი პროკურატურა ჩათვლის, რომ ამოიწურა დაკითხვისთვის საჭირო ყველა საშუალება და გონივრული ვადა, მაშინ, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი მაია ხუციშვილი ამბობს, მთავარ პროკურორს შეუძლია დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა.
„ანუ ბრალი წაუყენოს ბატონ მიხეილს სს კოდექსის 371-ე მუხლით, რაც შეეხება მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმას, ვინაიდან ბატონ მიხეილს უწყება რომ გაეგზავნა, იმ უწყებაში აუცილებლად იქნება განმარტებული მისი, როგორც მოწმის, უფლება-მოვალეობები. შესაბამისად, ის გაფრთხილდებოდა აღნიშნული მუხლითაც. გამომდინარე აქედან, თუკი პროკურატურა ჩათვლის, რომ დაკითხვის ყველანაირი საშუალება ამოწურულია, ამ შემთხვევაში შეუძლია დაიწყოს დევნა“, უთხრა მაია ხუციშვილმა რადიო თავისუფლებას.

გვახსოვს, რომ „ქართული ოცნების“ მთელი წინასაარჩევნო და შემდგომი კამპანია აგებული იყო იმაზე, რომ ომი დაიწყო საქართველომ და ეს იყო ძირითადი რიტორიკა და ბრალდება, და გვახსოვს, რომ ამ საქმეზე უნდოდათ გამოძიების დაწყება...სერგო რატიანი
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის წევრებიც დარწმუნებული არიან, რომ მის წინააღმდეგ წამოწყებული პროცესის მიზანი ყოფილი პრეზიდენტისა და ქართული სახელმწიფოს დისკრედიტაციაა. შესაბამისად, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური წევრი, დეპუტატი სერგო რატიანი ამბობს, ლოგიკურია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ სურს მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ პროცესში.
„გვახსოვს, რომ „ქართული ოცნების“ მთელი წინასაარჩევნო და შემდგომი კამპანია აგებული იყო იმაზე, რომ ომი დაიწყო საქართველომ და ეს იყო ძირითადი რიტორიკა და ბრალდება, და გვახსოვს, რომ ამ საქმეზე უნდოდათ გამოძიების დაწყება. ეს გამოძიებაც არის იმ ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა, რომელიც რუსეთს ებრძოდა 9 წლის განმავლობაში. რეალურად სააკაშვილის დაკავების სურვილი არის რუსეთის ოცნება“, უთხრა სერგო რატიანმა რადიო თავისუფლებას.
პასუხად მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, რომ გამოძიება ყოფილ პრეზიდენტს განიხილავს როგორც მნიშვნელოვან მოწმეს და მისი დაკავება ამ ეტაპზე დღის წესრიგში არც დგას, თუმცა, როგორც 28 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქმეები, რომელთაც პროკურატურა იძიებს, ლოგიკურ დასასრულამდე არ მივა და ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა დაკითხვაზე უარის თქმით თავის ლუსტრირებას შეუწყო ხელი:
მათაც ხომ ემუქრებოდათ დაპატიმრება? ანუ მიუხედავად იმისა, რომ მე ამ ადამიანებს არ ვეთანხმები და მათ შეხედულებებს არ ვიზიარებ, ისინი უფრო ვაჟკაცურად მოიქცნენ, ვიდრე სააკაშვილი...ზაქარია ქუცნაშვილი
„ის, უბრალოდ, გაურბის საგამოძიებო ორგანოს მიერ დასმულ მძიმე კითხვებს, რითაც უფრო აძლიერებს ჩვენსა და საზოგადოების ეჭვებს. მინდა დავამშვიდო შეშინებული ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, ჩვენ გვესმის კარგად, რომ მას ძალიან ეშინია და ის გაურბის ამ კითხვებს, მაგრამ მე მინდა დავარწმუნო იგი და მთლიანად საზოგადოება, რომ მას, დღეს თუ ხვალ, მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა“.
კოალიცია „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებიც მიხეილ სააკაშვილს საყვედურობენ სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემულობის გამო და უწუნებენ გამბედაობას. დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, მეტ პატივისცემას იმსახურებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ის ლიდერები, რომლებიც გამოძიებასთან თანამშრომლობენ:
„მათაც ხომ ემუქრებოდათ დაპატიმრება? ანუ მიუხედავად იმისა, რომ მე ამ ადამიანებს არ ვეთანხმები და მათ შეხედულებებს არ ვიზიარებ, ისინი უფრო ვაჟკაცურად მოიქცნენ, ვიდრე სააკაშვილი, რომელიც ცხრა წელი შევარდნაძესთან იყო, ხან მინისტრად და ხან უმრავლესობის ლიდერად, და გაექცა პასუხისმგებლობას, არაფერ შუაში ვიყავიო. მერე 9 წელი ერთპიროვნულად მართავდა ქვეყანას და ამაზეც გაურბის პასუხისმგებლობას“.
როგორ შეიძლება უპასუხოს მთავარმა პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის ამგვარ ქცევასა და უარს? ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ იურისტ ლია მუხაშავრიას მიმართა:
ანუ ბრალი წაუყენოს ბატონ მიხეილს სს კოდექსის 371-ე მუხლით, რაც შეეხება მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმას, ვინაიდან ბატონ მიხეილს უწყება რომ გაეგზავნა, იმ უწყებაში აუცილებლად იქნება განმარტებული მისი, როგორც მოწმის, უფლება-მოვალეობები...მაია ხუციშვილი