Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი პრემიერ-მინისტრი კმაყოფილია მის მიერ დატოვებული გუნდის საქმიანობით


”მოქალაქის” დამფუძნებლის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის საგანგებო ყურადღების ცენტრში იქნება ეკონომიკა, რადგანაც ”სამოქალაქო საზოგადოების ხერხემალს” წარმოადგენს მაღალპროფესიონალი, დასაქმებული მოქალაქე, რომელსაც საკუთარი შემოსავლით შეუძლია ”ღირსეულად არჩინოს ოჯახი”. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ამის მაგალითს საქართველოს ”ბებერი ევროპა” აძლევს. ”ამ მიმართულებით მე ძალიან ბევრს ვმუშაობდი პოლიტიკაში ყოფნის დროსაც და ვაგრძელებ ახლაც, და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში შეიქმნას რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი, მაღალი კვალიფიკაციის სამუშაო ადგილები. ეს, შესაბამისად, მოითხოვს გადამზადებას”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 4 თებერვალს, სასტუმრო ”რადისონში” გამართულ პრესკონფერენციაზე. ყოფილი პრემიერ-მინისტრი კმაყოფილია მის მიერ დატოვებული გუნდის საქმიანობითა და მუშაობის შედეგებით. ბიძინა ივანიშვილის თქმით, საქართველოს ”ევროპული ტიპის ხელისუფლება” ჰყავს და, რომ მას ღირსეულ ოპონირებას ვერ უწევს ამჟამინდელი ოპოზიცია ”ნაციონალური მოძრაობის” სახით.
XS
SM
MD
LG