Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს „უკრაინელი ხალხის ნებას“


საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიიღო განცხადება, რომელშიც ქართველი დეპუტატები სრულ სოლიდარობას უცხადებენ არჩევანის თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ „ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობის გამო“. განცხადების მიღებას წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უმრავლესობას და უმცირესობას შორის, რის გამოც ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაციამ ბოიკოტის ნიშნად დარბაზი დატოვა და არ მიუღია მონაწილეობა განცხადების ტექსტის მიღებაში. "საქართველოს პარლამენტი მიესალმება საერთაშორისო თანამეგობრობისა და დემოკრატიული სამყაროს ძალისხმევას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერისა და მათი სუვერენიტეტის დაცვის მიზნით და აცხადებს, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესში ამ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ ხელუყოფელი არჩევანის გაკეთების თავისუფლება და რუსეთს, ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება ჩაერიოს აღნიშნულ პროცესში", - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG