Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი მიანიშნებს, რომ ხოდორკოვსკის და „პუსი რაიოტის“ წევრებს ამნისტია არ შეეხება


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა დღეს გაკეთებულ განცხადებაში მიანიშნა, რომ ამნისტია, რომელიც მალე უნდა გამოცხადდეს, არ შეეხება პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრებს და ყოფილ მაგნატს, მიხაილ ხოდორკოვსკის. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში რუსეთისთვის ყველაზე მასშტაბური ამნისტიის პროექტი პარლამენტს უახლოეს დღეებში უნდა გაეგზავნოს. მაგრამ კანონმდებლებს და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ჯერ არ დაუზუსტებიათ ეს ვის შეეხება. „პუსი რაიოტის“ წევრებს, ხოდორკოვსკის და შარშან „ბოლოტნაიას მოედანზე“ ოპოზიციის დემონსტრაციებზე მომხდარი არეულობის დროს დაკავებულ ათობით პირს უფლებადამცველი ორგანიზაციები პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ. პარასკევს გადაცემულ ტელეინტერვიუში მედვედევმა განაცხადა, საზოგადოებრივი აზრი არ უჭერს მხარს იმ პირების განთავისუფლებას, ვისაც ჩადენილი აქვს „ძალადობრივი დანაშაულები, ... საზოგადოების წინააღმდეგ დანაშაულები, ხულიგნობის ჩათვლით“, ისევე როგორც „სახელმწიფო დანაშაულები“ და მასშტაბური გაფლანგვაო.
XS
SM
MD
LG