Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩანა ახალაია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო სამხედრო მოსამსახურეთა წამების საქმეზე


თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო სამხედრო მოსამსახურეთა წამების საქმეზე. მან უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს მიერ აგვისტოში გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი. ამასთან, პირველი ინსტანციისგან განსხვავებით, სააპელაციო სასამართლომ დამნაშავეებად ცნო ახალაიასთან ერთად ბრალდებული ალექსანდრე გორგაძე და ზურაბ შამათავა, რომლებსაც 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამავე საქმის ერთ ეპიზოდზე სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძეც. თუმცა, მისთვის წარდგენილი ბრალდება ამნისტირებულია პარლამენტის მიერ 2012 წელს მიღებული კანონით და, შესაბამისად, კალანდაძეს პატიმრობა არ შეეფარდა.
XS
SM
MD
LG