გასულ კვირაში დასავლეთის გაზეთებში დაიბეჭდა ერთი-ორი სტატია, რომლებიც ეხებოდა საქართველოს - ამ ქვეყანაში პოლიტიკის სფეროში ცვლილებებს და, ასევე, ევროკავშირის სამიტს აღმოსავლეთის პარტნიორობის შესახებ. „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ლაპარაკია ერთ დროს საქართველოს არმიის სადაზვერვო დანაყოფის მებრძოლზე, ამჟამად სირიაში ისლამისტ მეამბოხეთა რაზმის მეთაურ თარხან ბათირაშვილზე. ვრცელ სტატიაში, რომლის ავტორი, ჩანს, შეეცადა დაკავშირებოდა სხვადასხვა უწყებებს საქართველოში, რომლის ერთ-ერთი კუთხიდან, პანკისის ხეობიდანაა წარმოშობით ბათირაშვილი, აგრეთვე გასაუბრებოდა სოფელ ბირკიანში მის მამას, წაიკითხავთ, რომ ბათირაშვილი ქრისტიანი მამისა და მაჰმადიანი დედის შვილია. ამ სტატიაში ის ეთნიკურ ჩეჩნადაა მოხსენიებული. „უოლ სტრიტ ჯორნალში“ წაიკითხავთ აგრეთვე, რომ ბათირაშვილმა საბრძოლო წვრთნა გაიარა საქართველოს არმიაში, რომელსაც აშშ-ის არმია აფინანსებს; სტატიაში, ბათირაშვილის ყოფილი მეთაურების ნაამბობზე დაყრდნობით, მოთხრობილია მისი ისტორია - თუ როგორ იმსახურა საქართველოს არმიაში 2008 წლის ომის დროს, შემდეგ როგორ დაავადდა და მოგვიანებით როგორ მოხვდა, იარაღის უკანონო შენახვის გამო, საპატიმროში. ჯიჰადურ საინტერნეტო საიტზე გამოქვეყნებული ინტერვიუს თანახმად, თარხან ბათირაშვილმა ციხეში ყოფნისას პირობა მისცა ღმერთს, რომ თუ საპატიმროდან ცოცხალი გავიდოდა, ჩაებმებოდა ჯიჰადში, ღმერთისთვის იბრძოლებდა. სტატიაში წაიკითხავთ, რომ, კრიზისის საერთაშრისო ჯგუფის მონაცემებით, ბათირაშვილის რაზმი ექსტრემისტულ ნორმებს აწესებს სირიის იმ არეალებში, რომელთაც ის აკონტროლებს, ესვრის მშვიდობიან დემონსტრანტებს და აკავებს აქტივისტებს... ბათირაშვილის მამა ამბობს, რომ თარხანისგან ცნობა მას ორი წელია არ მიუღია, ინფორმაციას მათ უფრო მეტად აწვდის უფროსი ვაჟი, რომელიც ასევე სირიაში იბრძვის. მამას ეჭვი ეპარება, რომ თარხანმა იქ წვერი რაიმე რელიგიური მოსაზრებით მოუშვა - უბრალოდ, არმია შეიცვალა და ახლა სხვა ქუდი ხურავსო, ამბობს მამა საქართველოს არმიის ყოფილი მზვერავისა, რომელიც ამჟამად სირიელ მეამბოხეთა მეთაურია.
საქართველოსა და მოლდავეთის, პირველ რიგში, და ასევე სხვა ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოების თემას უძღვნის წერილს იგივე „უოლ სტრიტ ჯორნალი“. მკითხველს გაზეთი განუმარტავს, რომ ეს ორი ქვეყანა ბლოკთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ინიცირებას მოახდენს და შემდგომ 2014 წლის სექტემბერს დაელოდება, როცა უკვე დოკუმენტს ხელი უნდა მოეწეროს, რათა ძალაში შევიდეს. გაზეთის აზრით, მანამდე კრიტიკული პერიოდი იქნება, რადგან ამჟამინდელი ევროპის კომისია ამ თვეში თავის ვადას ასრულებს. თუ ხელმოწერის პროცესი ამ ვადის იქით გადაიდო, ამას შეიძლება გაურკვევლობა მოჰყვეს და ხელახლა სიჩქარის ასაკრეფად ევროკავშირის ახალი გუნდი გახდეს საჭირო. თუმცა იქვე გაზეთს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის, ოპტიმისტური სიტყვები მოჰყავს. მაია ფანჯიკიძეს იმედი აქვს, რომ მომავალ ათ თვეში არაფერი მოხდება. ახლა კვერცხები გვაქვს, უთქვამს მაია ფანჯიკიძეს, იმედი მაქვს, შემოდგომაზე ქათმები გვეყოლებაო. სტატიაში შემდგომ აღწერილია საქართველოს საშინაო პოლიტიკური ვითარება.
ბრიტანეთის „ინდიპენდენტმა“ წერილი მიუძღვნა საქართველოში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. გაზეთმა იცის, რომ ახლანდელი პრეზიდენტი ნაკლები უფლებამოსილებითაა აღჭურვილი, ვიდრე წინამორბედი, მაგრამ, წერს „ინდიპენდენტი“, ქვეყნის რეალური მმართველი (თუმცა ეს სადავო საკითხია) იქნება ექსცენტრიკული და ხშირად ადვილად გაღიზიანებადი მილიარდერი, ბიძინა ივანიშვილიო. გაზეთი მკითხველს ამცნობს, ივანიშვილი იყო ის, ვინც პრეზიდენტის სავარძელზე დასვა მარგველაშვილიო („დასმის“ შესატყვისად სტატიის ავტორი სიტყვა „კატაპულტირებას“ ხმარობს). მარგველაშვილი, გაზეთის თანახმად, აღფრთოვანებულია იმ როლით, რომელიც მისმა მეგობარმა ითამაშა მის წარმატებაში. ჩემს აშკარა გამარჯვებაში მისი როლის სათანადოდ არშეფასება არ შეიძლება, ამბობს მარგველაშვილი. მათი ურთიერთობის სიღრმე, წერს „ინდიპენდენტი“, ცხადი გახდა მოგვიანებით, როცა მის ფოტოგრაფსა და პრესსამდივნოს ერთი საათი დასჭირდათ ისეთი ფოტოსურათის საპოვნელად, რომელზეც მარგველაშვილი ივანიშვილის გარეშე იქნებოდა გამოსახული. ოდნავ ქვემოთ წერილში წაიკითხავთ: საქართველოს ორ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ თანამდებობაზე ორი გამოუცდელი პოლიტიკოსის დასახელებამ, რაც მხოლოდ ივანიშვილთან ურთიერთობას ეფუძნებოდა, შეშფოთება გამოიწვია საქართველოს პოლიტიკურ მიმომხლველებსა და ასევე ინვესტორთა შორის, რომლებიც შიშობენ, რომ ქვეყნის მართვას იწყებს უპასუხისმგებლო მილიარდერი ბიზნესმენი თავისი ფეშენებელური სასახლიდან, ხედით საკუთარ ზოოპარკზე. პრეზიდენტად არჩეულს, „ინდიპენდენტის“ თანახმად, ინვესტორთა დამშვიდებისთვის მცირე რამ აქვს ხელში. საქართველოს ეკონომიკური ზრდა, გაზეთის მონაცემებით, 7,5 პროცენტიდან 1,5 პროცენტამდე შენელდა.
გაზეთი „ნიუ იორკ ტაიმსი“ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, გაესაუბრა. სააკაშვილს გაზეთისთვის უთქვამს, ვნანობ, რომ მეტი ფული არ დავახარჯე განათლების სფეროს და ნაკლები შეიარაღებასო. სტატიაში დახასიათებულია ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც გაზეთს ეუბნება, ჩვენი მეგობრები ვაშინგტონში გვეუბნებიან, კარგი ბიჭები ხართ, მოგვწონხართ, თქვენ დემოკრატიაზე შესანიშნავი გადასვლა განახორციელეთ, მშვიდობიანი გადაცემა ხელისუფლებისა დიდებული მიღწევააო. მაგრამ იცით, ახლა სხვა საქმეები გვაქვს საზრუნავი. თქვენს მხარეს ვართ. თქვენს მხარეს ვიქნებით. რა ვქნათ, აბაო?
„ნიუ იორკ ტაიმსის“ თანახმად, ის, რომ აშშ კარგავს სამხრეთ კავკასიის მიმართ ინტერესს, ჩანს იქიდან, რომ საქართველო ამერიკის უახლოესი მოკავშირე იყო სამხრეთ კავკასიაში და მარგველაშვილის ინაუგურაციაზე კი ობამას ადმინისტრაციამ გაგზავნა არა მაღალი რანგის წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია, არამედ ნაკლებად ცნობილი ოფიციალური პირები, რომლებსაც სათავეში ედგათ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორი რაჯივ შაჰი. სააკაშვილი გაზეთს უზიარებს თავის ფიქრებს, რომ ის შეიძლება სამართალში მისცენ. გაზეთი მკითხველს ამცნობს, რომ მთავრობის ყოფილი პირები სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს და ამ საქმეთა ნაწილი შეიძლება პოლიტიკურად მოტივირებული იყოს. მიხეილ სააკაშვილი „ნიუ იორკ ტაიმსთან“ საუბარში ამბობს, რომ ამჟამინდელ საქართველოში დემოკრატია შეყოვნდა. მისი აზრით, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება სამ რამეს ისწავლის: პირველი - იმას, რომ ცვლილებები მოდის ინსტიტუტების შეცვლით, საარჩევნო ურნების საშუალებით, მეორე - რომ არ არსებობს უფასო სადილი და მესამე - რომ არ არსებობს კეთილი რუსეთი, არავითარ შემთხვევაში.