საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად ირინე იმერლიშვილი დანიშნა. განკარგულება გიორგი მარგველაშვილის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. "დაინიშნოს ირინე იმერლიშვილი საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწედ ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად", - ნათქვამია განკარგულებაში. იმერლიშვილს, რომელიც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეა, დეპუტატის უფლებამოსილება პარლამენტის უახლოეს სხდომაზე შეუწყდება.
ყველაზე პოპულარული
1