აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ეჭვი აქვს, რომ რუსი მომღერალი გრიგორი ლეპსი, ლეფსვერიძე საერთაშორისო კრიმინალურ დაჯგუფება „საძმოს წრესთან“ (Brothers' Circle“) არის კავშირში. ამის გამო, უწყება ამერიკის მოქალაქეებს უკრძალავს კომერციულ თანამშრომლობას მომღერალთან და ყინავს მის აქტივებს. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ Brothers' Circle-ს ხელმძღვანელობს ვლადისლავ ლეონტიევი და გაფურ რახიმოვი, რომელთანაც კავშირი აქვს ოთხ კამპანიას და ექვს პირს, მათ შორის გრიგორი ლეფსვერიძეს. ამერიკის ხელისუფლების თანახმად, ლეპსი კურიერის როლს თამაშობს მათთვის ფულის გადაცემის დროს. მომღერალი ამ ბრალდებას „როშვას“ უწოდებს.
ყველაზე პოპულარული
1