საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პროვოკაციად შეაფასა 25 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტის ჩასვლა ბიჭვინთაში, სადაც ვლადიმირ პუტინი ალექსანდრ ანქვაბს შეხვდა. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველომ შვეიცარიის მეშვეობით რუსეთს გაუგზავნა საპროტესტო ნოტა, რომელშიც პუტინის ქმედება დაგმობილია, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კიდევ ერთხელ ხელყოფა.
ყველაზე პოპულარული
1