აგვისტოს ომის მე-5 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გორში ცენტრალურ მოედანზე შეიარაღებულ ძალებში მიღებული ახალწვეულების ფიცით დასრულდა. ფიცის მიღების ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ. ივანიშვილმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების აუცილებლობასა და აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის სურვილზე ისაუბრა. მისი აზრით, განვითარებული საქართველო ოსებისა და აფხაზებისთვის აუცილებლად მიმზიდველი გახდება.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ომის მე-5 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მთელი დღის განმავლობაში ესწრებოდნენ, სოფლის მეურნეობის, რეინტეგრაციისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროების წარმომადგენლები კი ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში ჩავიდნენ. სოფელ ნიქოზში ადგილობრივმა მოსახლეობამ მთავრობის წევრებს პრეტენზიები წაუყენა და სოფლისთვის სარწყავი წყლის, ბუნებრივი აირისა და სხვა პრობლემების მოგვარება მოსთხოვა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ნიქოზის ცენტრში შეკრებილებს შეჰპირდნენ, რომ მომავალი წლის აპრილისთვის უკვე მოიხსნება მთელი რეგიონის გასარწყავების პრობლემა. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით გაცილებით მეტ თანხას გამოყოფს.
სოფელ შინდისში ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს შინდისის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების მემორიალი. უკვე გადაწყვეტილია, რომ იმ ადგილას, სადაც ეს მებრძოლები დაიღუპნენ, ეკლესია და მუზეუმი აშენდეს. სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა თქვა, რომ დღეს სახელმწიფოს უფლება არა აქვს ავანტიურასა და პროვოკაციას წამოეგოს.
გორის ქუჩებში დევნილი ახალგაზრდებიც გამოვიდნენ, რომლებმაც მოაწყვეს მშვიდობიანი აქცია, სახელწოდებით „მე მახსოვს ჩემი სახლი, ჩემი სოფელი, ჩემი ხეობა. გთხოვ, არ დაივიწყო შენც“. ახალგაზრდებმა მაისურებზე იმ სოფლების სახელები მიიმაგრეს, რომლებიც დღეს ოკუპირებულია. ეს აქცია მეგობრობის ხიდის, „ქართლოსის“ ორგანიზებით გაიმართა და მისი მთავარი გზავნილი იყო „ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის“. ქემერტიდან დევნილი იზა კასრაძე ამბობს, რომ საკუთარ სოფელს არასოდეს დაივიწყებს.
დღის ბოლოს გორელი გულშემატკივრების დიდი ნაწილი თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წავიდა, სადაც გორის „დილა“ ხორვატიულ კლუბს, სპლიტის „ჰაიდუკს“ მასპინძლობდა. მატჩი გორის „დილას“ გამარჯვებით დასრულდა და გორელმა ფეხბურთელებმა ევროპის ლიგის მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. გორში დაბრუნებული გულშემატკივრები ამბობდნენ, რომ ფეხბურთელებმა შეძლეს ქალაქის ისტორიაში ყველაზე სევდიანი დღე ოდნავ მაინც გაეხალისებინათ.