Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქალაქო სასამართლოში იწყება ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა


დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დასაშვებად ცნო ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებები. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ბრალდების მხარე ითხოვდა, აღნიშნული საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ, რაზეც ბრალდებულებმა უარი განაცხადეს.
XS
SM
MD
LG