იმერული ესკიზები ამერიკულად. ნაწილი მეორე
22 წლის ელიზაბეთ სტოუნი, რომელიც მარჯვენა ფეხის ქვედა ნაწილის გარეშე დაიბადა, მსოფლიო კლასის მოცურავეა. ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებზე, 100 მეტრზე ბატერფლაის სტილითა და ამავე დისტანციაზე გულაღმა ცურვაში აშშ-ის წარმომადგენელმა ბრინჯაოს მედლები მოიგო. 2008 წელს კი, პეკინის პარაოლიმპიურ თამაშებზე, „ვერცხლი“ მოიპოვა. ელიზაბეთ სტოუნი იგივე ქეთევან ხურციძეა. ოთხ წლამდე ქუთაისის ბავშვთა სახლში იზრდებოდა, სადაც ის 1990 წელს ნახა და იშვილა ამერიკელმა ფიზიოთერაპევტმა ლინდა სტოუნმა. ივლისის შუა რიცხვებში ლინდა და ელიზაბეთი საქართველოში ჩამოვიდნენ და ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოს ესტუმრნენ.
ამავე თემაზე
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან