Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხურციძეების ამბავი


ხურციძეების ამბავი
please wait

No media source currently available

0:00 0:08:32 0:00
გადმოწერა

მიმდინარე წლის აგვისტოში 22 წლის ამერიკელმა მოცურავემ ელიზაბეთ სტოუნმა წარმატებით იასპარეზა ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებზე და პეკინის 2008 წლის თამაშების ვერცხლის მედალს ორი „ბრინჯაო“ დაამატა: 100 მეტრზე ბატერფლაის სტილითა და ამავე დისტანციაზე გულაღმა ცურვაში. როცა რადიო თავისუფლების ვაშინგტონელმა კორესპონდენტმა რიჩარდ სოლაშმა სტოუნისგან ინტერვიუ აიღო, გაირკვა, რომ ელიზაბეთი საქართველოში დაბადებულა და მისი ქართული სახელი და გვარი ქეთევან ხურციძე ყოფილა. მარინა ვაშაყმაძის ვიდეორეპორტაჟი მოგითხრობთ ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში მცხოვრებ ხურციძეების ოჯახზე. შესაძლოა, ეს სწორედ ის ოჯახი იყოს, რომელშიც 22 წლის წინ დაიბადა ელიზაბეთ სტოუნი.

XS
SM
MD
LG