ეგვიპტის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას აქვს საკუთარი გეგმა, თუ როგორ გამოვიდეს არსებული კრიზისიდან და ამ პროცესში ჯარის ჩარევა მხოლოდ და მხოლოდ გააუარესებს მდგომარეობას. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ქვეყნის არმიის ხელმძღვანელობამ ხელისუფლებას 48-საათიანი ვადა მისცა ეგვიპტეში გამწვავებული კრიზისის დასარეგულირებლად. კვირას ეგვიპტეში მილიონობით დემონსტრანტი გამოვიდა, ისინი ეგვიპტის პრეზიდენტის მუჰამად მურსის გადადგომას მოითხოვენ. ამავე დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეგვიპტის კიდევ ერთი, ამჯერად საგარეო საქმეთა მინისტრი ტოვებს პოსტს. ეს უკვე მეხუთე მინისტრია, რომელმაც პოსტი დატოვა ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ.
ყველაზე პოპულარული
1